FM97.5 / LIVE

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.10.2016
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერია ღვაწლმოსილ პედაგოგებს დაასაჩუქრებს. ბაგა–ბაღის პედაგოგებისთვის კი გასართობი ღონისძიება მოეწყობა.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ დღის განმავლობაში ღვაწლმოსილ პედგოგებს სახლში ესტუმრებიან და ფასიან საჩუქრებს გადასცემენ.

„ახალციხის ციხეზე წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებისთვის იქნება ღონისძიება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება“, – ამბობს ახალციხის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ახალციხის მერიის ორგანიზებით ღონისძიება საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართა.

გასულ წლისგან განსხვავებით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას არ გეგმავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ქალაქ ახალციხესა და თემში არსებულ სკოლებში დაახლოებით 920 პედაგოგი მუშაობს.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. ამ დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს. 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან
ბაგა–ბაღის პედაგოგებმა მასწავლებელთა დღე აღნიშნეს [photo]
ახალციხის მერია მასწავლებლებს საერთაშორისო დღეს მიულოცავს
ახალციხეში მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
ახალციხესა და ბორჯომში პრობაციონერებმა წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა