FM97.5 / LIVE

ადაპტირებული საარჩევნო უბნები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 04.10.2016
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსებული 212 საარჩევნო უბნიდან, შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ 56 უბანია.

ადაპტირებული საარჩევნო უბნები სამცხე–ჯავახეთში

N44, ახალციხე – ადიგენის გაერთიანებულ ოლქში, 70 საარჩევნო უბნიდან, ადაპტირებული -30 უბანია. ამათგან, 17 უბანი ახალციხეშია, 13 კი ადიგენში. ამ უბნებში ითვლება როგორც მარტივად ადაპტირებული, ასევე პანდუსიანი უბნები.

N1–ელ დაბა ადიგენისა და N2–ე აბასთუმნის საარჩევნო უბნებზე პანდუსების მოწყობისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ადაპტირებული პანდუსის გაკეთებისათვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 940 ლარი გამოყო, თუმცა შესყიდვებში მონაწილეობა არავინ მიიღო.

"არავინ გამოჩნდა, ვინც ტენდერში მიიღებდა მონაწილეობას, არადა თანხა არ იყო ნაკლები და მეორედაც აღარ გამოვაცხადეთ, აზრი აღარ ჰქონდა, არ მოესწრებოდა“, – განმარტავენ ადიგენის გამგეობაში.

ამ ეტაპზე, N36–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში 18 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებულია –13. მათგან ხუთ უბანზე სპეციალური პანდუსია გაკეთებული, რვა უბანი კი მარტივად ადაპტირებულია (უბნის მდგომარეობის გამო, გადაადგილება შესაძლებელია პანდუსის გარეშე).

ადაპტირებული უბნები ადიგენში: დერცელი, უდე (ორივე უბანი), ჭეჭლა, დიდი სმადა, ფხერო, მლაშე, ზანავი, ვარხანი, გორგული, ბოლაჯური, ბენარა და არალი.

N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 35 უბნიდან შშმ პირებისათვის ადაპტირებულია – 17. მათგან ოთხ უბანზე პანდუსია გაკეთებული, 13 უბანზე კი მარტივი ადაპტაციაა.

ოთხივე ადაპტირებული უბანი ქალაქ ახალციხეში მდებარეობს: მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, N4–ე საბავშვო ბაღში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში და პროფესიულ ცენტრ "ოპიზარში“ .

ასევე ადაპტირებულია უბნები სოფლებში: ვალე, აგარა, ანდრიაწმინდა, აწყური ( ორივე უბანი), ანი, პატარა პამაჯი, საძელი, სვირი, ფერსა, აბათხევი, ნაოხრები და ქალაქი ვალე.

N45–ე ბორჯომი –ასპინძის გაერთიანებულ ოლქში სულ 70 საარჩევნო უბანია, შშმ პირებისათვის ადაპტირებული კი მხოლოდ ცხრაა.

კერძოდ, N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში 30 უბნიდან შშმ პირებს ხმის მიცემისათვის აუცილებელი გარემო მხოლოდ ექვს უბანზე ექნებათ. მათგან პანდუსიანი უბანი სამია, ამდენივე კი მარტივი ადაპტაციითაა.

ადაპტირებული უბნებია: კორტანეთი, ტაძრისი, ბურნაშეთი, დაბა ბაკურიანი, ლიკანი და ქალაქი ბორჯომის უბანი.

N39 ასპინძის ოლქის 23 უბნიდან კი ადაპტირებული მხოლოდ სამია, სოფელ მირაშხანში, ნიჯგორსა და ოშორაში. ორ მათგანზე პანდუსია მოწყობილი, ერთი უბანი კი მარტივად ადაპტირებულია.

N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში 89 საარჩევნო უბნიდან 18 ადაპტირებულია.

მათგან: N40–ე ახალქალაქის ოლქში 53 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ სამია ადაპტირებული, სამივე უბანზე მოწყობილია პანდუსი: ქალაქ ახალქალაქის, კოთელიისა და ბურაშენის საარჩევნო უბნებზე.

N41–ე საარჩევნო ოლქის 36 უბნიდან კი ადაპტირებული 15–ია. ორ უბანზე გადაადგილება შესაძლებებლია პანდუსით, 13 უბანზე კი მარტივი ადაპტაციაა.

შშმ პირებს ხმის მიცემა შეუძლიათ: სოფელ ჯიგრაშენის, დიდი არაგიალის, ოროჯალარის, თორიას, ჰეშტიას, კათნატუს, ეფრემოვკას, სპასოვკას, სამების, ჟდანოვაკანის, პატარა კონდურას, დიდი კონდურასა და ქ. ნინოწმინდის სამ უბანზე.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 73 ოლქიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 3 634 უბნიდან მარტივი, დროებითი, პანდუსით ადაპტირებულია   1 115 (30%) უბანი .

ხოლო შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:

• უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
• მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
• ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
• ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ადიგენის ოლქში ორ საარჩევნო უბანზე პანდუსები მოეწყობა
არჩევნები ნაკლებად ადაპტირებულ გარემოში
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 213 უბანი გაიხსნება