FM97.5 / LIVE

უნიკალური, გარდამოხსნის ქანდაკება მუზეუმის ნაცვლად საცავში

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2016
„პიეტა“, რომელიც ქრისტეს გარდამოხსნას ასახავს და რომელიც რომის პაპის ვიზიტისთვის ახალციხიდან წაიღეს, დღეს ისევ უნივერსიტეტის საცავში დააბრუნეს.

უნიკალური, გარდამოხსნის ქანდაკება მუზეუმის ნაცვლად საცავში

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც 1–ელ ოქტომბერს რომის პაპმა წმინდა წირვა აღასრულა, ახალციხიდან წაღებული გარდამოხსნის ქანდაკება იდგა. სამუზეუმო ექსპონატი თბილისში 27 სექტემბერს წაიღეს.

„პიეტა“, იგივე ქანდაკება, რომელზეც ღვთისმშობლის მკლავზე დასვენებული მაცხოვარია გამოსახული სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს ეკუთვნის. მისი გადატანისთვის საქართველოს კათოლიკე ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის შესაბამისი ხელშეკრულება დაიდო. დოკუმენტის მიხედვით, ეკლესიამ ქანდაკებაზე პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრამდე აიღო.

„ეს ძალიან ცნობილი სკულტპურაა და ძალიან მნიშვნელოვან მომენტს გამოხატავს. იგი წმიდა წირვის დროს განსაკუთრებულ ადგილზე დაიდგმება“, – ასე განმარტა ქანდაკების წაღებისას მისი მნიშვნელობა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის დამხმარე მღვდელმა მამა მაჩეი მამაიმ.

გადატანამდე ექსპონანტი ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმა შეამოწმეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი რესტავრატორი თეიმურაზ ფარჯანაძე ამბობს, რომ ქანდაკება ადრე კათოლიკე ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა, ამჟამად კი სამცხე–ჯავახეთის ეროვნულ მუზეუმში ინახება: „გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ძველია, აღენიშნება ბზარები, რომლებიც არის შესწავლილი, აღწერილი, დაფიქსირებული და შედგა შესაბამისი დაცულობის აქტი. 4 ოქტომბერს, როდესაც ნივთი დაუბრუნდება ეროვნულ მუზეუმს, ახალციხის საცავში მოხდება ამ აქტის საფუძველზე მიღება–ჩაბარება“, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს „პიეტა“, კათოლიკე ტაძრებიდან გამოტანილ სხვა ქანდაკებებთან ერთად, 1920 წელს გადაეცა. იგი ეკლესიიდან კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიტანეს, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით რელიგიური დანიშნულების შენობები დაიკეტა. მას შემდეგ, სკულპტურა რაბათში არსებულ მუზეუმში ინახებოდა.

2011 წელს, ახალციხის ციხის რეაბილიტაციისას, მაშინ როდესაც მუზეუმის დემონტაჟი განხორციელდა, ექსპონანტები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გამოყოფილ საცავში გადაიტანეს. ციხისა და მუზეუმის აღდგენის მიუხედავად, სკულპტურები კვლავ უნივერსიტეტის საცავში ინახება.

„ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ჩვენი ფონდები დაცული ყოფილიყო და რაიმე საფრთხე არ შეჰქმნოდა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი. მიუხედავად იმისა, რომ საცავში შესაბამო პირობები ერთი შეხედვით იგრძნობა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ამავე საცავში გარდამოხსნის ქანდაკების გარდა, სხვაც უამრავი ნივთი ინახება: აკვნები, სასოფლო ხელსაწყოები, ისტორიული ფოტოები, უნიკალური ლიტერატურა და ა.შ. მათი ნაწილი ყუთში დევს, ნაწილი კი პირდაპირ იატაკზე აწყვია.
მაშინ, როდესაც ქანდაკება გადაჰქონდათ, „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, რატომ გახდა აუცილებელი სკულპტურის რომის პაპის ვიზიტისთვის წაღება.

„ეს ის ქანდაკებაა, რომლის წინაშეც ერთ დროს კათოლიკე მრევლი მუხლს იდრეკდა და ლოცულობდა. გარკვეული პერიოდის წინ ვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ეს ქანდაკებები დაგვბრუნებოდა ჩვენ, თავის მეპატრონეებს. მადლიერი ვართ, რომ ახლა მაინც შეეძლება მრევლს მის წინაშე ილოცოს“, – ასე ახსნა მაშინ მისი მნიშვნელობა მესხეთის დეკანოზმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
რა ბედი ეწევა ივანე ჯავახიშვილის ბიუსტს?
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ