FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 04.10.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, მორალურ ზიანსაც აუნაზღაურებენ.

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მისი მოადგილის რატი ტატალაშვილის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 4 ოქტომბერს გამოაცხადა.

პარუნაშვილისა და ტატალაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მჭედლიშვილის გადაწყვეტილების მიხედვით, ორივე მომჩივანს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 – 5 000 ლარი დაუკმაყოფილდა, ასევე ორივეს მგზავრობის ხარჯი 1000 – 1000 ლარი. გარდა ამისა, სიმონ პარუნაშვილს დაუკმაყოფილა ადვოკატის ხარჯის, 8 000 ლარის ანაზღაურება.

თუმცა, როგორც მომჩივანი პარუნაშვილი აცხადებს, იგი მორალურ ზიანს 100 000 ლარს ითხოვდა. ტატალაშვილი კი ასევე მორალურ ზიანის, 20 000 ლარის, ანაზღაურებაზე ჩიოდა.

მოპასუხე მხარეები, როგორც კომპენსაციის გადამხდელი ფინანასთა სამინისტრო და, ასევე, როგორც უკანონო ბრალდების განმახორციელებელი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იყვნენ.

„დღვანდელ სხდომას არცერთი არ დასწრებია, ალბათ სახელმწიფო ამ გადაწყვტილებას გაასაჩივრებს“, – ამბობს პარუნაშვილი.

იგი ადიგენის გამგეობაში იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებასაც ითხოვს: „ეს საჩივარი უკვე უზენაეს სასამართლოშია და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, 3000–3000 ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო სასამართლომ ლონდარიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო. უზენაესმა სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება