FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 04.10.2016
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ახლციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებზე, საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტი  ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

პრეზიდენტი უნივერსიტეტს დღეს, 4 ოქტომბერს სტუმრობდა. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტმა ლექცია უნივერსიტეტის ეზოში წაიკითხა.

გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლზე ესაუბრა და კენჭისყრაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა: „საქართველოში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს და ისინი ამაზე ყოველთვის ოცნებობდნენ. ახლა გვაქვს ეს უფლება, რომლიც გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“.

გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკაში, განათლებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოგვარების გზები ისევ არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალის დაფიქსირებაა.

„არჩევნებში არ მონაწილეობა, ეს არის უარის თქმა, შენი ქვეყნის მოქალაქეობაზე, მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ სასურველი პოლიტიკური ძალა. იცოდეთ, რომ თქვენ ხმას აძლევთ საქართველოს“,-მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს.

ლექციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა. შეკითხვები ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ისევ საარჩევნო პროცესებს ეხებოდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში, მაინტერესებს რამდენად არიან ისინი ინფორმირებულნი და ჩართულნი საარჩევნო პროცესებში“, - კითხვა პრეზიდენტს უნივერსიტეტის ერთ–ერთმა სტუდენტმა შორენა მჭედლიძემ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა, თუმცა წინასაარჩევნოდ არამარტო ეთნიკური უმცირესობის, ზოგადად ქვეყნის აქტიურობის დონეა დაბალია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მისი გადაწყვეტილება, ამომრჩეველთა ინფორმირების ამაღლებისთვის მთელი საქართველ შემოევლო.

„არ ვამბობ, რომ უნდა ყოფილიყო ჩხუბი და დაპირისპირება, უბრალოდ, ყოველთვის მაკლდა საარჩევნო კამპანიის აქტიურობა და პარტიების მხრიდან ამომრჩეველთან ურთიერთობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მსგავსი შეხვედრები წამომეწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღსვე პრეზიდენტმა, სტუდენტებს პროგრამის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ გამარჯვებული, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი წარუდგინა და მათ ეს წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, გიორგი მარგველაშვილი, უკვე ორი თვეა, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებს ხვდება და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

„ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად მიხვალთ 8 ოქტობმრის არჩევნებზე და თქვენი ხმა დიდ სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებას“, -განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს და მოუწოდა, პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ, – „მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ: პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი“.

საქართველოს პრეზიდენტი  ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘შენი ხმა - ჩვენი მომავალი’ – ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
კონკურსის'შენი ხმა, ჩვენი მომავალი' გამარჯვებული ახალციხის მე–6 სკოლის გუნდი გახდა
მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა
პროკურორი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა