FM97.5 / LIVE

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
N44–ე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის ცხრა კანდიდატია. ცხრავე მათგანი მამაკაცია.

N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე;
N42 საინიციატივო ჯგუფი - გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე, რომანი მაისურაძე – ნუგზარ პარუნაშვილი

N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ბესიკ ხითარიშვილი 1937 წლის 26 სექტემბერს, ქალაქ ვალეში დაიბადა. 1979–90 წლებში დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა, 1991–1997 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1991–1994 წლებში ახალციხის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმში ინსტრუქტორი იყო. 1998–99 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იბერიაში“ , 1999–2004 წლებში „რუსთავი2“ – ში. 2004–2008 წლებში შს ს–ს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის მე–2 სამმართველოს უფროსი იყო. 2012–2013 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ვაჟა ჩიტაშვილმა დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 1989–92 წლებში მუშაობდა შსს–ს ახალციხის რაიგანყოფილების უბნის ინსპეტქტორად,1992-94 წლებში ამავე განყოფილებაში გამომძიებელი იყო, 1994-2004 წლებში კი საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2004-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2005-2008 წლებში პროკურატურაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი იყო. 2008 წლის იანვრიდან – ნოემბრამდე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2008 წლიდან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი.

N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი გოდერძი კუბლაშვილი 1965 წლის 26 აპრილს, ადიგენში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ადიგენის საშუალო სკოლა. 1984–86 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ხაბაროვსკში. 1983–90 წლებში სწავლობდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ინჟინერ ჰიდრო ტექნიკოსის სპეციალობაზე. 1992–93 წლებში იყო ადიგენის გამგებლის მოადგილე. 1995–2000 წლამდე მუშაობდა მაგნიტოფონის ქარხნის დირექტორად. 2001–2002 წლებში იყო ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე. 2013 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“.

N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – ნიკოლოზ ინასარიძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ნიკოლოზ ინასარიძე დაიბადა 1954 წლის 19 მარტს. 1971 წელს დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა. 1972-77 წლებში სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტზე, 1988-89 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1997-98 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონთაშორისი, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობისა და ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი იყო. 1998-2005 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 1998-2002 წლებში იყო ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.

N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ტარიელ ხაჩიძე დაიბადა 1961 წლის 3 თებერვალს ახალციხის სოფელ საყუნეთში. დაამთავრა სოფლ ზიკილიის სკოლა. 1984 -85 წელს მუშაობდა ახალციხის პროფილაქტიკაში. 1986-89 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 1994-97 წელს სწავლობდა ვლადიკავკაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1997-2003 წლამდე მუსაობდა სამხედრო პოლიციაში სხვადსხვა თანამდებობებზე. 2005-06 წლებში იყო ახალციხის დაცვის პოლიციის უფროსი. 2012-16 წლებში იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2016 წლის ივნისის თვეში შეუერთდა პარტიას – „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.

N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ზურაბ პაქსაძე დაიბადა 1955 წლის 12 ივნისს ადიგენის სოფელ ზარზმაში. იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა.სკოლის დამთავრების შემდეგ, 1973 წლიდან სამხედრო სამსახურში მოღვაწეობს, – ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი ქართულ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა. იყო აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე და სამხედრო გენერალ–მაიორი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. წლების წინ მინიჭებული აქვს ადიგენის საპატიო მოქალაქის წოდებაც. 2000-2004 წლებში იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი. ზურაბ პაქსაძე „ჩვენები სახალხო პარტიას“ 2014 წელს შეუერთდა და ამავე წელს კენჭს იყრიდა თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი შალვა გოგოლაძე დაიბადა 1963 წლის 13 სექტემბერს ახალციხეში.1986 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1994 წელს გაიარა სახელმწიფო უშისროების სპეციალური კურსი. 2000 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში. იყო თადარიგის მაიორი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე. შალვა გოგოლაძე ასევე არის საქართველოს შოტოკან კარატე-დო ფედერაციის წევრი, ინსტრუქტორი მე-2 დანი. ბოლო წლებია თანამშრომლობს პარტია პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“.

N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი გიორგი კოპაძე 1960 წლის 29 თებერვალს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა.1988 წლიდან „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ წევრი იყო.1991–1995 წლებში იყო საქალაქო საკრებულოს თავმჯდომარე, 1995 წელს, ახალციხის რაიონის გამგებლის მოადგილე. 1995 – 2000 წლებში „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერი იყო. 2000 წლიდან „ახალი მემარჯვენეების“ რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. პოლიტიკას 2003 წელს გამოეთიშა. 2009 –დან 2014 წლის იანვრამდე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. 2014 წლის მარტიდან „ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2014 წლის 15 ივნისიდან, კანდიდატად დასახელებამდე, ახალციხის მერი იყო.

N42 საინიციატივო ჯგუფი - გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე, რომანი მაისურაძე – ნუგზარ პარუნაშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი ნუგზარ პარუნაშვილი 1948 წლის 2 აპრილს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაიბადა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 1973 წელს მუშაობდა ადიგენის წყალთა მეურნეობის სამმართველოში, 1990–1991წლებში ახალციხის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე იყო; 1991 წელს ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი გახდა; 2002–2003 წლებში სამცხე–ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ, 2003–2004 წლებში რეგიონის გუბერნატორად დაინიშნა. 2004–2008 წლებში საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს. ამავე წლებში იგი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრიც იყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]

მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენიმაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video]
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები