FM97.5 / LIVE

ნახევრადაშენებული ჰესები და დაზარალებული ადგილობრივები

მთავარიეკონომიკა 31.01.2013
შეჩერებული ჰესები მშენებლობის განახლების, ათობით ოჯახი კი კუთვნილი კომპენსაციის მიღების მოლოდინშია; ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ”მტკვარი ჰესის” შეჩერების შესახებ და ”ფარავან ჰესის” მშენებლობის გამო დაზარალებული ათობით ოჯახი.

ფარავნის ჰესი
”მტკვარი ჰესისა” და ”ფარავან ჰესის” მშენებლობა ახალი წლის შემდეგ უნდა განახლებულიყო, თუმცა, ამ დრომდე ორივე ჰესზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ”მტკვარი ჰესი” როგორც მშენებელი კომპანიის დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა განგვიმარტა, ინვესტორმა დატოვა. ენერგეტიკის სამინისტროში კი გვპასუხობენ, რომ ”მტკვარი ჰესი” ინვესტორს არ დაუტოვებია.

- ”მიმდინარეობს დამატებითი ფინანსების მოძიება”, - გვითხრა მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

აბდუშელიშვილი გვიხსნის, რომ ინვესტორების გასვლიდან დღემდე ახალი ინვესტორების მოსაზიდად მოლაპრაკებები მიმდინარეობს. ვიდრე საბოლოოდ არ შეთანხმდებიან, უჭირს დააკონკრეტოს როდის განახლდება ჰესების მშენებლობა: ”იმედია გაზაფხულისთვის ეს უკვე შესაძლებელი იქნება”.

”მტკვარი ჰესის” მშენებლობა თითქმის ერთი წელია რაც შეჩერდა. ”ფარავანი ჰესი” კი მესამე თვეა გაჩერებულია. ამ უკანასკნელიდან მშენებელი კომპანია ”ილ-ჯი” იმიტომ გავიდა რომ ზარალზე მიდიოდა. აფეთქებითი სამუშაოების დროს იმაზე მეტი ქვის ქანი ტყდებოდა, ვიდრე უნდა მოტეხილიყო იმ ნორმით, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმებული იყო. ის რომ ცდომილება იყო დამკვეთი ფირმა ”ჯორჯიან ურბან ენერჯი” ეთანხმებოდა, თუმცა მშენებელ კომპანაის მაინც იმ თანხას უხდიდა რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ნახევრადაშენებული ჰესები და დაზარალებული ადგილობრივები

”ფარავან ჰესის” კემპზე ”სამხრეთის კარიბჭე” არ შეუშვეს.

- ”თურქული კომპანია ”ჰი-თი-თი” შემოვიდა, - გვითხრა პირად საუბარში ნერსე მაკაროვმა, რომელიც ”ჯორჯიან ურბან ენერჯის” წარმომადგენლად გაგვეცნო და თან მოგვიბოდიშა რომ ოფისში ვერ შეგვიპატიჟა, - არ სურთ პრესასთან საუბარი. აქ მაშინ მობრძანდით, როცა მშენებლობა დაიწყება და ალბათ დაგელაპარაკებიან”.

როგორც მაკაროვმა გვითხრა, მან არ იცის თუ როგორ შეთანხმდნენ იმის შესახებ ახალ მშენებელთან, რის გამოც ძველს ჰესის დატოვება მოუხდა: ”ოფისს ამზადებენ, ჯერ არც ტექნიკა შემოუყვანიათ და არც გზებია გაწმენდილი, მუშაობას ალბათ გაზაფხულიდან განაახლებენ, მანამდე
სიას ადგენენ თუ ვინ იმუშავებს, უპირატესობა მათ მიენიჭებათ დასაქმებისას, ვინც აქამდეც მუშაობდა და კომპანიის გასვლის გამო მოუწია სამსახური დაეტოვებინა”.
დასაქმება ნაცნობობით

როგორც ასპინძელები ამბობენ, ჰესზე ადგილობრივებს ნაკლებად ასაქმებენ.

- ”თუ შავი საქმეა შესასრულებელი დაგასაქმებენ, თორე ისე არავინ მიგიღებს სამუშაოდ. აქ რომ დასაქმდე ვინმე მფარველი უნდა გყავდეს, თუ ასე არ იყო, 1 ან 2 კვირაში გამოგიშვებენ”, - ამბობს ხერთვისის მკვიდრი მიხეილ კახაძე.

მეზობელს ეთანხმება რობიზონ ციხელაშვილი: ”ადგილობრივები არც აქამდე ჰყოლიათ დასაქმებულები, ამხელა ობიექტზე მხოლოდ 6-7 კაცი თუ ჰყავდათ ჩვენგან”.

თუ კავშირი არ გაქვს ვინმესთან, სამუშაოდ რომ არ აგიყვანენ, საროში ავთანდილ გიორგაძეც გვეუბნება.
ადგილობრივების დასაქმების შესახებ კი სამინსიტროში გვიხსნიან, რომ არსებული მემორანდუმები გარკევულ პრივილეგიებს ქართული კომპანიების ან პერსონალის დასაქმების კუთხით არ ითვალისწინებენ.

”ამას მომავალ მემორანდუმებში გავითვალისწინებთ და მოვითხოვთ კომპანიების მხრიდან გარკვეულ დატრენინგებას ადგილობრივი კადრების”, - აცხადებს ელოშვილი.

მიტაცებული ნაკვეთი

ნახევრადაშენებული ჰესები და დაზარალებული ადგილობრივებიხერთვისის მკვიდრი ალეკო ციხელაშვილი, მას შემდეგ, რაც ”ფარავან ჰესის” მშენებლობა დაიწყო, მისგან მიტაცებული 13 მეასედის დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ციხელაშვილების მრავალსულიან ოჯახს აქ ხეხილის ბაღი და სახნავ-სათესი ფართობი ჰქონდათ.

- ”ამით ვირჩენდით თავს, გარდა ამ ნაკვეთისა სათიბი ფართობიც გვაქვს, მაგრამ იქ მიწას ვერ მოხნავ”, - გვიხსნის ციხელაშვილი, რომელსაც ”ფარავან ჰესზე” მუშაობისას საწარმოო ტრამვა აქვს მიღებული, ხელჯოხების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია და შესაბამისად შრომისუუნაროა.
ციხელაშვილი ამბობს, რომ ნაკვეთის მის საკუთრებაში არსებობის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. პრობლემა კი გასული წლის 18 იანვარს გაჩნდა, როცა ციხელაშვილებმა აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გააკეთეს და ფართობის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოინდომეს, რადგან კანონში ამ მხრივ ცვლილებები შევიდა. მაგრამ ასპინძის საჯარო რეესტრმა 2012 წლის 25 იანვარს სარეგისტრაციო წარმოება შეუჩერა, იმ მიზეზით, რომ ციხელაშვილების მიერ მოტანილ ნახაზზე დატანილი ნაკვეთი მათ არ ეკუთვნოდათ.

- ”ნაკვეთი შენი არ არის, სხვისია, უკვე გაყიდულია და შეასწორე ნახაზიო უთხრეს, მაგრამ სად უნდა გადაეწია ნახაზი? სხვის ბაღს ხომ არ დაისაკუთრებდა?! ” - ამბობს ალეკო ციხელაშვილის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

საჯარო რეესტრში ციხელაშვილებს განუმარტეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის 11 დეეკმბერს აღნიშნული ბაღი შპს ”საქართველო ურბან ენერჯის” მიჰყიდა, რომლის დამფუძნებლებიც თურქები არიან.

”მივწერეთ ”ურბან-ენერჯის” და ეკონომიკის სამინისტროს, რომ ეს მიწა ჩვენი იყო და გაეთავისუფლებინათ. ”ენერჯიმ” გვიპასუხა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეთ, რადგან ნაკვეთი სამინისტრომ მომყიდაო. სამინსიტრომ კი ჩვენ მიმართვაზე არ გვიპასუხა”, - გვიხსნის ჯვარიძე.

ამასობაში კი სადაო ალეკო ციხელაშვილის დედის ლიზა, იგივე თინა ციხლეაშვილის სახელის გარკვევა გახდა, რადგან აღნიშნული ნაკვეთი სწორედ მის სახელზეა გაფორმებული.

- ”გასული წლის 30 აპრილს ასპინძის სასამართლომ დაადგინა, რომ ლიზა და თინა ციხელაშვილი ერთი და იგივე პიროვნებაა და რომ მას აღნიშნული ნაკვეთი ჩამოსახლებისას 1944 წელში გადაეცა”, - ამბობს ადვოკატი.

ამის შემდეგ სარჩელის შეტანა ნაკვეთთან დაკავშირებით თბილისის სასამართლოში არაერთხელ სცადეს, თუმცა სასამართლომ სხვადასხვა მიზეზის გამო წარმეობაში არ მიიღო და ეს შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდა.

- ”არჩევნების შემდეგ, დეკემბერში შევიტანეთ სარჩელი. ვითხოვთ გაუქმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს მიწა დარეგისტირერდეს ციხელაშვილზე. თუ აქ მშენებლობა მიმდინარეობს მაშინ აგვინაზღაურონ ზარალი”, - აცხადებს ჯვარიძე.

სოფელი კომპენსაციის მიღებას ელოდება

კომპენსაციას ”ჯორჯიან ურბან ენერჯისგან” მხოლდო ციხელაშვილები არ ელოდებიან. სოფელ ზველში ამ დრომდე კუთვნილი თანხა, მხოლოდ სოფლის ნაწილმა მიიღო.

- ”კვადრატულ მეტრზე 1,30 ლარს გვიხდიდნენ და ამის გამო ვიდავეთ, მაგრამ ესეც ზოგს მისცეს და ზოგს არა. გვითხრეს 8-8 ოჯახი მეორე და შემდგომ ეტაპებზე აიღებს კუთვნილ თანხასო, მაგრამ აქამდე კიდევ არ მოუციათ”, - გვიხსნის ზველში მცხოვრები ბესო ზედგინიძე, რომელსაც 30 მეასედის კომპენსაცია მისცეს, 25 მეასედის კი ამ დრომდე ასაღები აქვს.

მისი თქმით, ”ფარავან ჰესმა” მიითვისა სოფელში 28 ოჯახზე დანაწილებული სამოსახლოს ნაკვეთი. აქ კომპანია ადგილობრივებს კომპენსაცისთვის ასევე 1, 30 ლარს სთავაზობდა: ”ყველას სათითაოდ ეს ნაკვეთი არ გაგვიფორმებია, სოფელში თქვეს რომ არსებობს სია, აქტი, რომლის მიხედვითაც ეს ფართობები მოსახლეობაზე ნაწილდება, ინედია მოვიძევთ და სამართალს მივაღწევთ”.

ზველელებისთვის პრობლემა მხოლოდ დაკარგული სამოსახლოს მიწები არაა. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის გამო, თურქულმა კომპანიამ მტკვრის სანაპიროზე მათი კუთვნილი ბაღებიც მიითვისა.

- ”ყურადღებას არავინ გვაქცევს, აქ ჩემი ბაღიც მოყვა”, - ამბობს ზედგინიძე.

ზველელები უახლოეს დღეებში ადვოკატის აყვანას და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას აპირებენ.
ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფრომაციას არ ფლობენ.

- ”თუ ინვესტორი არღვევს მიღებულ სტანდარტებს, იქნება ეს გარემოსდაცვითი თუ სოციალური კუთხით, სახელმწიფო აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხით და ეცდება მოაქციოს ინვესტორი სტანდარტის ფარგლებში”, - აცხადებს ელოშვილი.

რამდენად ეცდება სამინსიტრო ასპინძელების პრობლემის მოგვარებას და როგორ მიეცემა მსვლელობა კომპენსაციებისთვის დავას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი გაზაფხულის მოსვლას დაველოდოთ, როგორც ორივე ჰესზე აცხადებენ, მშენებლობები გაზაფხულიდან განახლდება.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს
გაჟონა თუ არა წყალმა გვირაბში „ფარავნის ჰესზე“
ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო
ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”