FM97.5 / LIVE

მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2016
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მესხ მეღვინეს, გიორგი ნათენაძეს, „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცა.

მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სომელიეთა ასოციაცის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული კონკურსი 3 წლის წინ დაარსდა და ტრადიციად იქცა. სახელმწიფო ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ მნიშვნელოვანი წამოწყებების, რომლებიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის ფარგლებში, 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟუირის წევრებმა გადასცეს.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია ატარებს.

კონკურსის ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და ღვინის პროფესიონალები არიან.

ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ კომპანიები:
1. საუკეთესო ცქრიალა ღვინო - კომპანია "ბადაგონი“
2. საუკეთესო თეთრი მშრალი - კომპანია "კახური ღვინის მარანი“
3. საუკეთესო წინანდალი - კომპანია "ვაინმენი“
4. საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო - კომპანია "ვიტა ვინეა“
5. საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი - კომპანია "ვინი ვერია“
6. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო - კომპანია "თბილღვინო“
7. საუკეთესო საფერავი - კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა“
8. პრემიალური საფერავი - კომპანია "კახეთი კომპანი“
9. საუკეთესო მუკუზანი - კორპორაცია ქინძმარაული
10. საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი - კომპანია "GWS ვისმინო“
11. საუკეთესო უსახელაური - კომპანია "უსახელაურის ვენახები“
12. საუკეთესო ქინძმარაული - კომპანია "თელიანი ველი“
13. საუკეთესი ქვევრის წითელი მშრალი ღვინო - კომპანია "კორტავების მარანი”
14. საუკეთესო ხვანჭკარა - კომპანია "თელავის ღვინის მარანი“
15. საუკეთესო ჭაჭა - კომპანია "რირავო“

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა მეღვინემ და სპირტიანი სასმელების სპეციალისტმა, ბონდო კალანდაძემ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ქართული ღვინის ორდენით“ სამი პიროვნება დააჯილდოვეს.
წელს „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცათ:

დავით ლორთქიფანიძეს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი) - საქართველოს, ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში და არქეოლოგიური აღმოჩენებით დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

გიორგი ბარისაშვილს (მეღვინე, მწერალი) - ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის;

გიორგი ნათენაძე (ვაზის მესხური ჯიშების მკვლევარი, კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორი) - ვაზის მესხური ტერასის აღდგენის ინიცირებისა და მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის წარმატებულები კი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით გაწევრიანდნენ. დაჯილდოვების ღონისძიებაზე განსაკუთრებული ამაღლებული და საზეიმო განწყობა სპეციალურმა სტუმრებმა - ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შექმნეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]
ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა [R]