FM97.5 / LIVE

იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 01.10.2016
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ახალციხეში, მოქალაქეებისა და განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც წელს არჩევნებში პირველად მონაწილეობს, იმიტირებული არჩევნები მოაწყო.

იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის

ახალგაზრდებს ცესკოს წარმომადგენლები ჯერ არჩევნების მნიშვნელობაზე და არჩევნების დღეს გასამართ პროცედურებზე ესაუბრნენ.

რა არის მარკირება, სამაგიდო სია, ვინ დახვდება საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩეველს, ვის რა ფუნქცია და ამავე დროს, უფლება აქვს, რისი გაკონტროლება შეუძლიათ და რას უკრძალავთ საარჩევნო კოდექსი საუბნო კომისიის წევრებს, რა არის გადასატაი ყუთი, ვის შეუძლია იგი მოითხოვოს, შეიძლება თუ არა ფოტო–ვიდეო გადაღება – ამ და სხვა თემებს განუმარტავდნენ ახალგაზრდებს ცესკოს წარმომადგენლები.

აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი, ფოტოგადაღებამ გამოიწვია. ერთ–ერთმა ახალგაზრდამ, 2012 წლის არჩევნებზე, გოგა ხაჩიძის მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული, უკვე შემოხაზული ბიულეტენი გაიხსენა და იკითხა, ჰქონდა თუ არა მას ამის გაკეთების უფლება და თუ ეს დარღვევა იყო, რა რეაგირება მოჰყვა ცესკოს მხრიდან. ფაქტს დისკუსია მოჰყვა. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ თუ ეს დარღვევა იყო, სხვას რომ იგივე არ გაეკეთებინა, ცესკოს რაიმე სანქცია უნდა აემოქმედებინა. ცესკოს წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტზე ცესკოში საჩივარი არ შევიდოდა, ცესკოს საქმის შესწავლის და რეაგირების საფუძველი არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა.

ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია, რაც მიზნად ისახავს ელექტორატის საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრმა 2016 წლის 11 სექტემბრიდან დაიწყო. სწავლების ცენტრი ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიას 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ 41 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორის, ერთ–ერთია "სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი სახელწოდებით "მე ვირჩევ". ამიტომ, შეხვედრა "სამხრეთის კარიბჭეს" ოფისში მოეწყო.

იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘ვესაუბრებით ამომრჩეველს’ – ცესკოს საინფორმაციო კამპანია ახალციხეში
საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა სია გამოიკვრება
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება
ცესკოს ბრიფინგების განრიგი არჩევნების დღეს
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო [R]
2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა