FM97.5 / LIVE

32 წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრებ რუსლან ჩუტკერაშვილს რთული ოპერაციის გასაკეთებლად 6.000 ლარი სჭირდება. ოჯახს კი თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება

რუსლან ჩუტკერაშვილი 9 წელია უბედური შემთხვევის გამო ეტლით გადაადგილდება. თბილისში ოჯახის დასახმარებლად წასული 2007 წლის 11 ოქტომბერს მშენებარე ბინის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა. მას შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.

„ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსით ნელნელა ფეხზე დადგომას შევძლებ. ჩემს ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. ღეროვანი უჯრედები უნდა გადამინერგონ“, – ამბობს რუსლან ჩუტკერაშვილი.

მისი თქმით, მიღებულმა ტრამვამ კუნთების დაჭიმულობა გამოიწვია, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს: „ფეხები ტონუსში მაქვს, დაბუჟებული. ტკივილგამაყუჩებელი არ შეიძლება, რადგან კუნთები არ უნდა მოდუნდეს. ღეორვანმა ოჯრედებმა უნდა იმუშაოს. ტკივილებს ვუძლებს და ოპერაციის დაკეთების იმედი მაქვს. მინდა რომ ისე დავდგე ფეხზე“.

ოჯახს არც სოციალური დახმარება აქვს, როგორც რუსლანი ამბობს მიმდინარე წლის აპრილში მოუხსნეს: „გვითხრეს ბევრი მიწა გაქვს და ამან იმოქმედაო. მიწა კი მაქვს, მაგრამ ვინ უნდა დაამუშაოს?! დედა მე მივლის, მამა ასაკშია“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა რუსლან ჩუტკერაშვილს ოპერაციაში თანადაფინანსებას პირდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ოპერაციის გაკეთების შეთხვევაში 2.000 ლარით დაეხმარება. თუმცა მანამდე ოჯახმა დარჩენილი თანხის შეგროვება უნდა შეძლოს.

რუსლანის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გაიხსნა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE05LB0711105600678140
მიმღები: რუსლან ჩუტკერაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
ინკლუზიური სწავლების კურსები ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება