FM97.5 / LIVE

მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 30.09.2016
„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში გოდერძი კუბლაშვილი ჭელის მოსახლეობას დღეს, 30 სექტემბერს შეხვდება.

მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება

2013 წელს ჭელაში მინარეთის დადგმის საწინააღმდეგო აქციის ერთერი ორგანიზატორმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა, ჭელაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა ფეისბუქის გვერდზე დაანონსა.როგორც მან განაცხადა ადგილობრივებთან სამ საკითხზე ისაუბრებს. არცერთი მის წინასაარჩევნო კამპანიას არ ეხება.

„დღეს ს.ჭელაში ცნობილ " მინარეთთან" ვგეგმავ შეხვედრას მუსლიმ მრევლთან...სასაუბრო თემა: 1.იციან თუ არა,რომ ხიდზე რომელზეც 17 წელია დადიან ჩემი ნაჩუქარია 2.იციან თუ არა,რომ მოხეში სადაო შენობასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში მცირეოდენი წვლილი მეც შევიტანე. 3. სამარცხვინო თემა,რომელიც მიცვალებულების არ დამარხვას ეხებოდა.მქონდა პროტესტი“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
გოდერძი კუბლაშვილს ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში მოსახლეობასთან, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შეხვედრები არ ქონია.

მისი საარჩევნო კამპანია ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრში გამართული ბრიფინგებით შემოიფარგლება, რომლსაც ყოველკვირეულად მართავს. ამბობს, რომ მოსახლეობასთან შესახვედრად ფინანსები არ აქვს, არც მისი პლაკატებია გამოკრული. მოსახლეობასთან კომუნიკაციას კი მედიაცენტრის საშუალებით ახერხებს.

ამომრჩევლებთან შეხვედრას არჩევნებამდე ორი დღით ადრე აპირებს.

„6 ოქტომბერს 13:00 საათზე ახალციხეში მესხეთის სახელმწიფო თეატრში ვგეგმავ ამომრჩევლებთან შეხვედრას, მეორე დღეს 7 ოქტომბერს კი ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში“, – ამბობს „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი კუბლაშვილი 1 სექტემბრამდე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.კუბლაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე პარტიაში მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც მან ცენტრალურ შტაბთან შეუთანხმებლად არა ერთი პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა.

ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში ცხრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის