FM97.5 / LIVE

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 29.09.2016
მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]

მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნეოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს.

სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომონ ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.

მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.

უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო.

საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 405 405, ელექტრონული ფოსტითა info@napr.gov.ge და საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.

[sknews.ge]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
 საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი [R]

მიწის რეგისტრაცია მარტივდება – დეტალებზე დღეს სამცხე–ჯავახეთში იმსჯელეს
მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა [R]
დღეიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა
რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]