FM97.5 / LIVE

მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა არც მომავალ წელს დასრულდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.09.2016
სამწლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტში იმ გზის მშენებლობას, რომლისთვისაც 200 000 ლარი დაიხარჯა, ვერც 2017 წელს დაასრულებენ.

მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა არც მომავალ წელს დასრულდება

მუსხი–ხეოთის მიმართულებით ნახევრად გაკეთებული გზა ვიდრე საბოლოოდ მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა, შესაძლოა ხელახლა გასაკეთებელი გახდეს. სამი წლის წინ შეჩერებული მშენებლობის დასრულებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა არც 2017 წელს აპირებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვიდრე აღნიშნულ საქმეზე ძიება არ დასრულდება, ამ გზისთვის ხარჯებს მომავალი წლის ბიუჯეტში ვერ გაითვალისწინებენ.

სამცხე–ჯავახეთის პროკურატურა კი საქმეს 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე იძიებს.

„მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობენ პროკურატურაში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ ძიება პროექტის დასრულებასა და გზის მშენებლობას ხელს არ უშლიდა.

შეგახსენებთ, რომ ხეოთი-მუსხის გზის მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაები დროებით შეჩერდა. ამ ალტერნატიულ, მოკლე გზას ხეოთი ახალციხესთან უნდა დაეკავშირებინა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მცხოვრებლების საკუთრებაში არსებულ ბაღებს ესაზღვრება. ადგილობრივების მტკიცებით გზამ მათ ბაღებზე გაიარა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ აქ კულტურული მემკვიდეობაც, ისტორიული ნასოფლარი მაჭიხეთი დაზიანდა.

მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა არც მომავალ წელს დასრულდება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘გამგეობაში რა უნდათ, ჩვენ ხომ არ დაგვესიზმრება?!’ – პრობლემად ქცეული მუსხი–ხეოთის გზა
ხეოთი-მუსხის  გზის მშენებლობა შეჩერდა
სადავო პროექტი, რომელიც კორექტირების გარეშე ვერ დასრულდება
ადგილი,  სადაც კერძო საკუთრება და სახელმწიფოს გზა ერთდროულადაა
როდის განახლდება მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა გაურკვეველია
ხეოთი-მუსხის გზის მშენებლობამ კულტურული მემკვიდრეობა დააზიანა
რატომ ვერ დასრულდება მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობა დათქმულ ვადაში?