FM97.5 / LIVE

ჟურნალისტების ღვინის ტური საქართველოში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 27.09.2016
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოში ესტუმრა.

ჟურნალისტების ღვინის ტური საქართველოში [R]

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს სხვადასხვა ღვინის კომპანია, სადაც გაეცნენ საქართველოს ღვინის კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედია-ტურის მონაწილეებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში სტუმრობის დროს შეხვდა.
„საქართველოში ჩამოსულია დებრა მეიბურგი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის მაგისტრი, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთზე მუშაობს. მას ჩამოყვანილი ჰყავს ჯგუფი, რომლის წევრებიც ღვინოზე და ღვინის კულტურაზე წერენ. ისინი მოგზაურობენ კახეთში და ქართლში, სადაც ადგილზე ეცნობიან ღვინის კომპანიების მარნებსა და ვენახებს, ესწრებიან რთველს და ყურძნის დაწურვის პროცესს, რის შესახებაც შემდგომში დაწერენ“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

დებრა მეიბურგის შეფასებით, საქართველო გამორჩევა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოების მრავალფეროვნებით.

„ჩვენი ჟურნალისტების ჯგუფი აქ იმისთვის შეიკრიბა, რომ გაიცნოს ქართული ღვინო. საინტერესო ისაა, რომ ამ ჯგუფიდან ზოგიერთი ღვინის სპეციალისტია, ზოგიერთი კი ისეთი ჟურნალისტი, რომელიც ღვინოს არც ისე კარგად იცნობს, რადგანაც ჩვენ გვინდოდა წარგვედგინა ქართული ღვინო ისეთი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოს დიდი უპირატესობები აქვს, რადგან აქ დიდი მრავალფეროვნებაა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოებისა. ეს უპირატესობაა, მაგრამ ამასთანავე საპასუხისმგებლოა, რადგან ეს მრავალფეროვნება ბაზარს უნდა წარვუდგინოთ, სწორედ ეს ხდის საქმეს ამაღელვებელს, რადგან ეს ყველაფერი ახალი სახეობების და ღვინის აღქმის ახალი გზების აღმოჩენაა, ტანინიანი თეთრი ღვინო თუ ტკბილი წითელი, ეს ახალი კონცეპტია საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი აზიაში. ისტორიის გამო, საქართველო ბევრი ჩინელისთვის ძალიან საინტერესოა, მათ კარგი თანამშრომლობა აქვთ, ისინი ძალიან გახსნილები არიან და მზად არიან ხელი შეუწყონ საქართველოს, დიდი საქმე გვაქვს წინ, საქართველო ჩინეთის ბაზარზე უნდა დავამკვიდროთ, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის ქვეყანა“ - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

ინფორმაციისთვის: ღვინის მედია-ტურის შემადგენლობა - დებრა მეიბურგი - ღვინის მაგისტრი და სპიკერი (ჰონგ-კონგი), ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი „Meiburg Wine Media”-ს დამფუძნებელი; მაიკ პიტერსი - ღვინის მწერალი „China Daily”; ჯენის ლენგი - ღვინის მწერალი და ბლოგერი www.janiceleunghayes.com; სარა ჰელერი - სომელიე, ღვინის მწერალი “South China Morning Post”; ჯისი ვიენსი - ღვინის მწერალი „Spirito Di Vino”; რონი ლაუ - ღვინის კრიტიკოსი, „Hong Kong Wine & Spirits Writers Association”-ის თავმჯდომარე; ძიაო პედრო - ღვინის მწერალი; სიან ჟანგი - ღვინის მწერალი ჩინეთში; ბორის ლი - „The Sun Daily”-ის ჟურნალისტი ; სანგ ვონგი - “Life Week”-ის მწერალი; ჯული ჟუ - “Modern Weekly” -ის მწერალი; ალექს ვებსტერი - მენეჯერი „Meiburg Wine Media”; პამელა ლემი - მარკეტინგის და პროექტების მართვის მენეჯერი „Meiburg Wine Media”)

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]
ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]