FM97.5 / LIVE

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 26.09.2016
დღეს, 26 სექტემბერს, ვალეში ‘ნაციონალური მოძრაობის’ პლაკატები ჩამოხეული დახვდათ. პარტიაში ფიქრობენ, რომ მათი სააგიტაციო მასალისგან ვალე მინისტრის ვიზიტის გამო „გაწმინდეს“.

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

ვალეში, დღეს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ელოდებიან. მინისტრმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი უნდა გახსნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძაობის“ აქტივისტი ნიკოლოზ ხიზაძე ამბობს, რომ პლაკატები სავარაუდოდ გამთენიასაა ჩამოხეული: „დილის 04:30–დან 06:30 საათამდე შუალედში გააკეთეს, ვალეს გარდა მიმდებარე სოფლებშიც ჩამოხიეს“.

მისი თქმით, პლაკატების ასე მასიურად ჩამოხევა ვალეში იუსტიციის მინისტრის ჩამოსვლას უკავშირდება.

„დღეს საღამოს მოდის წულუკიანი და დაახვედრეს გასუფთავებული. ყველა ოპოზიციური პარტიის პლაკატი ახეულია. მარტო „ოცნების“ პლაკატებია გაკრული. დღეს მივყვებით და ისევ ვაკრავთ“, – ამბობს ნიკოლოზ ხიზაძე და ამატებს, რომ პლაკატებს ვალეში ახალციხის შტაბის წარმომადგენლები ხევენ: „ვალის შტაბში ვინც არიან, ახლობლები არიან და ამბობენ, რომ ისინი არ ხევენ. ეს მოდის ახალციხიდან“.
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხალმძღვანელი გიორგი გვარამაძე „ნაციონალების“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„ათას რამეს ამბობენ. პლაკატებთან დაკავშირებით არის ომი, არცერთი პარტიისას არ აჩერებენ გაკრულს. ვინ ვისი რა დახია, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენი პლაკატების დახევის ფაქტებიც არის, თუმცა ამ საქმისთვის არ გვცალია. ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ“, – ამბობს გვარამაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალაც აქვთ.

„ვიცით ვინც მოდის და ვინც დაყვება. დავაფიქსირეთ მარშუტკით იყვნენ და კიბე დაჰქონდათ. ფოტოებიც გვაქვს, ამ ყველაფერს როცა საჭიროა, მაშინ გავავრცლებთ“, – ამბობს ნიკოლოზ ხიზაძე.


იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თეა წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
საარჩევნო პლაკატების ომი

ვალე–ახალციხის გზაზე ვაჟა ჩიტაშვილის ბანერი ჩამოხიეს [Photo]
ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა