FM97.5 / LIVE

„მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში ისევ რჩებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.09.2016
ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრაციის ადგილზე არ ცხოვრობენ და ე.წ „მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ხარვეზებს „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

„მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში ისევ რჩებიან

2008 წელს გარდაცვლილი ზაქარია ქიმერიძე, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთან სიაში ისევ მოხვდა. N12 აგარის საარჩევნო უბანზე გამოკრულ საარჩევნო სიაში მისი სახელი და გვარი 1068–ე ადგილზე წერია. ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღად კი 2012 წლის 1 აგვისტოა მითითებული.

გარდა აღნიშნულისა, აგარის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ისეთი ადამიანების სახელები და გვარებია მითითებული, რომლებსაც კონკრეტულ სოფელში არასოდეს უცხოვრიათ და მათ არც ადგილობრივი მოსახლეობა იცნობს.

N 37 ახალციხე საარჩევნო ოლქის N12 აგარის უბანზე ხმას ხუთი სოფლის:წინუბნის, გურკელის, ზიკილიის, აგარის და საყუნეთის მოსახლეობა აძლევს, – ჯამში 1419 ამომრჩეველი.

აგარის საარჩევნო უბანზე სოფელ წინუბნიდან 11 ეთნიკურად სომეხი პიროვნების სახელი და გვარია მითითებული, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ.

აგარის საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ასმათ გოგოლაძე ირწმუნება, რომ სიები სამჯერ გადაამოწმეს და ამის შემდეგ გამოაკრეს: „ალბათ არიან ამ სოფლებიდან, ყველგან მე არ ვყოფილვარ, მე საყუნეთელი ვარ და საყუნეთში დავდიოდი. სიები ოლქიდან ჩამოიტანეს, ალბათ სოფელი აერიათ, ან გვარი“.

აგარის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო ბარათების დარიგება მიმდინარეობს, მისი დარიგების შემდეგ გაირკვევა სიებში მითითებული პიროვნებები ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა: „ვერ გეტყვით ცხოვრობენ თუ არ ცხოვრობენ.ვინც აღმოჩნდება, რომ აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ბარათს უკან დავაბრუნებთ და მივუთითებთ, რომ ასეთი პირები უბანზე არ ცხოვრობენ. ისინი განახლებულ სიებში აღარ მოხვდებიან“.

აგარის უბნის მსგავსად სიაში ხარვეზებია N10 ვალის საარჩევნო უბანზეც. საარჩევნო სიაში ტატიანა ლუკომსკი ვალეში მეშახტის N5 ბინაშია რეგისტრირებული, თუმცა ამჟამად აღნიშნული სახლის სხვისი საკუთრებაა.

„ორი წლის წინ ვიყიდე. 6 წელი დკეტილი იყო ეს ბინა, ბელორუსიაში არიან საცხოვრებლად წასული. მე ბინა ინტერნეტის საშუალებით გავიფორმე“, – ამბობს ბინის ახალი მეპატრონე ნანული ხითაროვი.

იმ ფაქტს, რომ N10 ვალის უბანზე სიაში მკვდარი სულებია, კომისიის თავმჯდომარე მარიამ ხითარიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო სიაში დაახლოებით 4 გარდაცვლილის სახელი და გვარია მოხვედრილი: „აღნიშნულ მისამართებზე არავინ ცხოვრობს, სახლები დაკეტილია. ორი სახლი გაყიდულია, მაგრამ რეგისტრირებულები მაინც იქ არიან, რადგან არ გვაქვს გარდაცვალების მოწმობა. თუმცა ასეთი ბევრი არ არის“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ე.წ „მკვდარი სულები“ სააერჩევნო სიებში მრავლადაა. მისი თქმით, პარტიაში აქვთ კონკრეტული სია, რომელიც კოორდინატორებს აქვთ დარიგებული და ამოწმებენ უბნების მიხედვით.

„გადასამოწმებებელია სიები. ცალკეული ინფორმაციები გვაქვს. ფაქტია სახელისუფლებო პარტია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ საკითხს. განწირულები არიან დასამარცხებლად და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაყალბებით და მსგავსი ხერხებით სასურველი შედეგი მიიღონ, მაგრამ არ გამოუვათ“, – ამბობს გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ მსგავსი ხარვეზები ყოველთვის იყო, თუმცა დროული გადამოწმებაა აუცილებელი.

სიების გადამოწმებას გეგმავს ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში კახა ბერიძეც.

საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული უზუსტობები და ე.წ „მკვდარი სულები“ „სამხრეთის კარიბჭემ“ 21 სექტემბრის მონაცემებით გადაამოწმა.
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელის თქმით აღნიშნულ საკითხებზე მათ შორის აგარის საარჩევნო უბანში სხვა სოფლის ამომრჩევლის არსებობაზე უკვე იმსჯელეს. თეა გავაშელი ირწმუნება, რომ სიებში ხარვეზები აღმოიფხვრება.

„ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი წინუბანი გვაქვს და მოხდა არევა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ და აღნიშნულ საარჩევნო უბანზე გასწორებული სიები ჩამოვა“, – ამბობს იგი.

რაც შეეხება სიებში არსებულ გარდაცვლილ ამომრჩევლებს, მისი თქმით, იმისათვის, რომ ისინი სიებიდან ამოიღონ, ოჯახის წევრმა გარდაცვალების მოწმობა უნდა წარადგინოს.

„თუ არავინ მოგვმართა ჩვენ, ან საჯარო რეესტრს, თუ ოჯახის წევრმა გარდაცვალების მოწმობა არ აიღო და არ წამოადგინა, ჩვენ რა იურიდიული უფლება გვაქვს რომ ამოვიღოთ სიიდან?! შესაბამისად, ცოცხლად ირიცხება. მსგავსი სიტუაციაა საზღვარგარეთ წასულ პირებზე, თუ არ განაცხადეს, თუ ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული, ან საკონსულო აღრიცხვაზე არ არის, ან ოჯახის წევრმა არ მოგვმართა, ვინ ჩაუწერს, რომ საზღვარგარეთ იმყოფება?!“ – ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

„მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში ისევ რჩებიან სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„მკვდარი სულები“  საარჩევნო სიაში
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სიებიდან 19 ‘მკვდარი სული’ ამოიღეს
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
ახალქალაქში სიების გადამოწმებას არ ჩქარობენ
შელაპარაკება N12–ე აგარის უბანზე
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე