FM97.5 / LIVE

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2016
ასპინძაში „შოთაობა“ იზეიმეს. ტრადიციულად, სახალხო დღესასწაული კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნა ვარძიაში, 24 სექტემბერს, 11:30 საათზე დაიწყო. კულტურული ღონისძიება ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "წუნდამ“ "მესხური მრავალჟამიერით“ გახსნა. კონცერტი, რომელსაც მესხეთის თეატრის მსახიობები უძღვებოდნენ, დახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებაში ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის ფოლკლორული და ქორეოგრაფული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს პარალელურად სპორტული აქტივობებიც გაიმართა. მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ქვის აზიდვაში შეეჯიბრნენ. როგორც სპორტული ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, ქვის აზიდვა, იგივე საჯილდაო ქვის აწევა, მხოლოდ ამ დღესასწაულზე ტარდება.

"ხიზაბავრელმა, ყოფილმა მოჭიდავემ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა პირველად ასწია ასე ქვა და ცხენს გადაატარა. მას შემდეგ, ჩვენ ტრადიციად გვაქვს „შოთაობაზე“ შევასრულოთ. დაახლოებით 150 კილოანი ქვა დღეს მეთერთმეტე კლასელმა ბიჭმა მიიტანა მკერდამდე და ჯილდოდ ცხვარი მოიგო. გასულ წელს ეს ვერავინ მოახერხა“, – ამბობს ადგილობრივი გიორგი ცინაძე.

კულტურულ და სპორტლ ღონისძებებთან ერთად, სახალხო დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო მესხური სამზარეულოც. ასპინძის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ადგილობრივები კერძებს ადგილზე ამზადებდნენ. ქართველ და უცხოელ სტუმრებს მწვადის, ხინკლის, მესხური ხაჭაპურის, ლუხუმისა და ბიშის დაგემოვნება შეეძლოთ.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს "არაჩვეულებრივი დღეა, ულამაზესი. მე ყოველთვის ჩამოვდივარ ამ დღესასწაულზე მესხეთში. იმიტომ, რომ შოთას ყოველი გახსენება, შოთას სამყაროს კარის შეღება, ეს არის შეხება ფესვთან, შეხება ფუძესთან, ეს არის გახსენება რასაც ქართველობა ჰქვია“, – ამბობს პოეტი ერეკლე საღლიანი.

"შოთაობის“ დღესასწაულისათვის ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 000 ლარი გამოიყო. როგორც გამგებელმა ლევან ცაბაძემ აღნიშნა, შოთა რუსთაველი 850 წლის იუბილე მხოლოდ ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსა.

"ტრადიციას არ ვარღვევთ, ისე მიმდინარეობს, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე. ჩვენ მუნიციპალიტეტი ვართ და პატარა შესაძლებლობები გვაქვს, მისი გრანდიოზულად აღნიშნვნა თვითონ კულტურის სამინისიტროს გადასაწყვეტი იყო და ალბათ აღნიშნავენ გრანდიოზულად. ეს მთლიანად ჩვენი დაფინანსებულია“, – განმარტავს ლევან ცაბაძე.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს „შოთაობის“ დღესასწაულზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, მხატვრები, კომპოზიტორები და თბილისის მერიის წარმომადგენლები იყვნენ.

ზეიმზე “ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსის ორგზის გამარჯვებული, ახალციხელი თემურ ხუციშვილიც იმყოფებოდა. ღონისძიების დასასრულს, მან სტუმრებს ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა თავი ზეპირად წაუკითხა.

"ბევრი ბავშვია "ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნით დაინტერსებული, ამიტომ მე შემსწავლელთა წრე დაავარსე, ახალციხის მეხუთე სკოლაში. ის უფასოა და 100 ბავშვზე მეტი დადის, ზოგმა 15–20 თავი უკვე იცის. ასვე სოციალურ ქსელში გვაქვს "ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნეთა“ გვერდი და ამ გვერდზე არის ყველაფერზე პასუხი, ვისაც რა აინტერესებს "ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“, – ამბობს თემურ ხუციშვილი.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს "შოთაობაზე“ ასპინძაში იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე. მან ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ასპინძაში შოთა რუსთაველის სახლი აუცილებლად აშენდება.

"თქვენ ხართ ამაყები ამ კუთხის შვილები რომ ხართ, სამხრეთის კარიბჭეს რომ იცავთ და ჩვენს ქვეყანას რომ იცავთ. აუცილებლად უნდა აშენდეს რუთაველის სახლი, უნდა აშენდეს ასპინძაში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ადამიანები უფრო ღრმად, უფრო კარგად გაეცნობიან, ჩვენი ამ დიდი პოეტის, ჰუმანიზმის ფუძემდებლისა და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ფუძემდებლის ისტორიას“– განმარტა მანანა კობახიძემ.

"შოთაობის“ დღესასწაულის ტრადიცია ასპინძაში 1966 წელს დამკვიდრდა. თუმცა 90–იან წლებში მისი აღნიშნვა აღარ ხდებოდა. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის იუბილე, ასპინძის გამგეობისა და გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის“ რედაქციის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს "90–იანი წლების შემდეგ , 2004 წელს ჩატარდა და შემდეგ აღარ იმართებოდა "შოთაობა“. აღვადგინეთ 2008 წელს და უკვე ცხრა წელია ყოველწლიურად ტარდება. წელს იუბილესთან დაკავშირებით გამოვეცით გაზეთიც, რომლესაც აქ დავარიგებთ. 32 გვერდიანია და მასში თავმოყრილია რუთველოლოგია“,– ამბობს გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის“ მთავარი რედაქტორი და „შოთაობის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი ავთანდილ ბერიძე.

"შოთაობა“ ასპინძაში ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს აღინიშნება.

ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ