FM97.5 / LIVE

10 000 ლარი პოეზიის საღამოსთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2016
ქალაქ ახალციხის მერია პოეტ ნანა ცინაძის შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ღონისძიებისათვის ტენდერს 10 800 ლარზე გამოაცხადა.

10 000 ლარი პოეზიის საღამოსთვის
,,პოეზიისა და მუსიკის საღამოს“ ორგანიზებისათვის ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 21 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 23 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 10 800 ლარის ფარგლებში ქართული ესტრადის არანაკლებ 3 პოპულარული კვარტეტი უნდა მოიწვიოს, რომლებიც ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ.

ასევე ქართული ესტრადის ხუთი პოპულარული ქალი მომღერალი და არანაკლებ ექვსი ცნობილი ქართველი მომღერალი მამაკაცი, რომელიც შეასრულებს ცნობილი ქართველი პოეტის ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ნანა ცინცაძის პოეზიის საღამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში მოეწყობა.

,, პოეტი ნანა ცინცაძე მისი ცნობადობიდან გამომდინარე შეირჩა. მას ახალციხეზე აქვს შექმნილი ჰიმნი, რომელიც გაჟღერდა ახალციხელობაზე. მის ლექსებზე დაწერილია ბევრი სიმღერა. ეს გეგმიური ღონისძიებაა, წლის დასაწყისშივე ჩასმული იყო“ – განმარტავენ მერიაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
ახალციხეში პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო ახალციხეში
ახალციხეს მურმან ჯინორია და ლაშა ღლონტი ესტუმრებიან
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
აწყურში პოეზიის საღამო გაიმართება
ნაძვის ხე ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე - რას ამბობენ ახალციხის მერიაში