FM97.5 / LIVE

ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ‘ოცნების’ პლაკატები მოხსნეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.09.2016
„სამხრეთის კარიბჭეში“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან, საბავშვო ბაღისა და სკოლის ჭიშკრებიდან მოხსნეს.

ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს

ვალეს მეორე საჯარო სკოლის, ასევე პირველი საბავშვო ბაღის ჭიშკრებზე „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა გაკრული აღარაა. ახალციხე–ადიგენის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის პლაკატი, არა მხოლოდ ბაღისა და სკოლის, არამედ N10 ვალეს საარჩევნო უბნის შესასვლელიდანაც მოხსნეს.

„გავარკვიე, რომ არ შეიძლებოდა და ჩამოვხსენი“, – ამბობს ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე ამბობს, რომ სააგიტაციო მასალა სკოლაზე იმ დღესვე [როცა „სამხრეთის კარიბჭე“ ვითარების გაკრვევით დაინტერესდა] აღარ იყო: „ვინ მოხსნა არ ვიცი, ისე როგორც ის არ ვიცი, ვინ გააკრა“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ აკრძალული ადგილებიდან პლაკატები თავად მოხსნეს.

„თუ სადმე იყო აკრძალულ ადგილზე, დიახ, მოიხსნა. არ ვიცით ვინ გააკრა ეს პლაკატი. მაგრამ რადგან ამას აჟიოტაჟი მოყვა, ჩვენი მხრიდან იმიტომ გადაწყდა ამის ჩამოცილება“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე.

შეგახსენებთ, „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა იმის შესახებ, რომ ვალეში საბავშვო ბაღის, სკოლისა და საარჩევნო უბნის შესასვლელთან „ოცნების“ სააგიტაციო მასალა იყო გამოკრული, 12 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს

ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 ისტორიის მთხრობელები – გიდები ახალციხის ციხიდან

21.02.2019 ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე
„ქართული ოცნების“  დროშა ანდის სკოლაზე
ახალციხეში ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული
ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ