FM97.5 / LIVE

საარჩევნო პლაკატების ომი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.09.2016
ახალციხეში, საარჩევნო პლაკატების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. პარალელურად, იზრდება ჩამოხეული საარჩევნო მასალების ხვედრითი წილიც. პარტიები პლაკატების დაზიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

საარჩევნო პლაკატების ომი

ახალციხე-ადიგენის ოლქში, ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ პარუნაშვილის შტაბში ირწმუნებიან, რომ მათი კანდიდატის პლაკატებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხევენ.

„კოპაძის [„ოცნების“ მაჟორიტარი. ს.კ] განკარგულებაა, რომ პლაკატები ჩამოხიონ, რადგან მტკივნეულად აღიქვამს ჩვენს კანდიდატს“, - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი გოჩა ათოშვილი და ამატებს, რომ ნუგზარ პარუნაშვილის პლაკატები ხუთსართულიანების დასახლებაში, გიორგი კოპაძის ერთ–ერთი საარჩევნო შეხვედრის დროსაც ჩამოხიეს.

მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ პლაკატების დაზიანებაში საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატი კობა გორგოძე: „ვვარაუდობთ, რომ პლაკატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები გვიხევენ, თან ამისთვის ბავშვებს იყენებენ“.

საარჩევნო პლაკატების ომი საარჩევნო პლაკატების დაზიანებაზე ჩივიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“, თუმცა, კონკურენტებისგან განსხვავებით, კონკრეტულ სახელებს არ ასახელებენ.

„ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, ხევენ და ანადგურებენ. ერთერთი პოლიტიკური პარტიის ფორმაში გადაცმული ქალი დაუნახავთ, ვალის შემოსასვლელში მოჰყვებოდა და ჩემს პლაკატებს ხევდა“, -გვეუბნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.
ჩამოთვლილი კანდიდატების გარდა, ამ დროისათვის ქალაქში კიდევ ერთი სუბიექტის „ჩვენი სახალხო პარტიის“ კანდიდატის, ზურაბ პაქსაძის პლაკატებია გამოკრული.

„პლაკატები ძირითადად განათების ბოძებზე გამოვაკარით, რადგან სხვაგან ადგილი არ არის“, -ამბობს პაქსაძე და ამატებს, რომ ჯერ ჩამოხეული არცერთი პლაკატი არ უნახავს.

მიუხედავად ამისა პაქსაძის ჩამოხეული პლაკატები, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო.

საარჩევნო პლაკატების ომი ჩამოხეული და დაზიანებული მხოლოდ პაქსაძის, ან პარუნაშვილის პლაკატები როდია. რომელიმე სუბიექტის ახალგაკრული პლაკატის გვერდით ჩამოხეულ და დაზიანებულ საარჩევნო მასალას ნებისმიერ ადგილზე შეხვდებით. ერთანირად დაზიანებულია ყველა სუბიექტის საარჩევნო მასალა, სახელისუფლებო კანდიდატისაც და ოპოზიციისაც. მეტიც, ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციის მიმდებარედ, ერთ დღეს, ქუჩის მთელ სიგრძეზე გაკრული გიორგი კოპაძის პლაკატებიდან მეორე დღეს არცერთი აღარ იყო, ყველა მათგანი ჩამოხეული დაგვხვდა. მეორე დღეს, ახალგაზრდებმა პლაკატები კედელის შედარებით მაღლა ნაწილზე გააკრეს, იქ, სადაც მიწვდენა რთულია.

„ქართული ოცნების“ შტაბში ამბობენ, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ არის და პლაკატები ქალაქში და სოფლებშიც , ბევრ ადგილზეა დაზიანებული. კონკურენტის, „ნაცმოძრაობის“ მსგავსად, ვინ შეიძლება აზიანებდეს მათ სააგიტაციო მასალას, კონკრეტული სახელების დასახელებას „ქართული ოცნების“ შტაბშიც ერიდებიან.

„ჩვენს პლაკატები ბევრგან არის ჩამოხეული, კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებთ“, - ამბობს შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე და ოპონენტების ბრალდებას, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები საგიტაციო მასალებს უნადგურებენ, ასე პასუხობს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლაკატებიც იხევა, ჩვენ არავის არ ვეხებით, ეს აბსურდია“.

საარჩევნო პლაკატების ომი ოპონენტების საარჩევნო მასალების განადგურება: ჩამოხევა, დაზიანება, შეურაცხმყოფელი წარწერების მიწერა ან მათზე სხვა პლაკატის გადაკვრა, თითქმის ყველა წინასაარჩევნო პერიოდის თანმხლები მოვლენებია. იგივე რომ არ გამეორებულიყო და ყველა კანდიდატისთვის თანაბარი საარჩევნო გარემო ყოფილიყო, წელს ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა და სპეციალური დადგენილებებიც მიიღეს.

მაგალითად, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე საარჩევნო–სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების შესახებ დადგენილებაში საკრებულომ ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვით, კონკრეტულ ადგილებზე გამოყოფილი უნდა იყოს ადგილების კონკრეტული რაოდენობა, რათა თანაბრად განთავსდეს საარჩევნო სუბიექტების პლაკატები და გამოყოფილი ტერიტორია მარტო ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ გამოიყენოს. განისაზღვრა პლაკატების ზომებიც, იმისთვის, რომ უთანასწორობა არც ამას შეექმნა. ამ ცვლილებას საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

"არაფრით აღარ შეიძლება ახლა ერთმანეთის პლაკატები გადავაკრათ ერთმანეთზე, ან დავხიოთ. იყო ასეთი პერიოდიც, მაგრამ უნდა გავიზარდოთ. საკანონმდებლო დონეზე მაინც უნდა იყოს ეს მითითებული, რომ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება. ვისურვებდი, რომ სიტყვა სიტყვად არ დარჩეს და რაც ვთქვით, გაკეთდეს“ – აღნიშნა იმ სხდომაზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრობიდან“ მალხაზ გიქოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46- მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არარის გაკრული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები
საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არჩევნების დღეს [Photo]
ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს