FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ ანგარიში ხალხს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 20.09.2016
არჩევნებამდე 19 დღით ადრე, თვითმმართველობები მოსახლეობას შესრულებული პროექტების შესახებ მესიჯებს უგზავნიან; NGO-ები ამ აქტივობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავენ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ ანგარიში ხალხს

ქალაქ ახალციხესა და ახალციხის თემში მცხოვრებლებმა გუშინ, 19 სექტემბერს და დღეს თვიმმართველობებიდან ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.

„გაცნობებთ, რომ დასრულდა ახალციხის ქუჩების რეაბილიტაცია. დაიგო ასფალტი, მოეწყო სანიაღვრე არხები, წყლის კოლექტორი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ახალციხის მერია. Sms off 91521 Text: K.axalcixe“ – ვკითხულობთ ახალციხის მერიიდან გუშინ გაგზავნილ მესიჯებში.

დღეს კი მერიამ მოსახლეობას გარე განათების სისტემის მოწყობის შესახებ აცნობა: „გაცნობებთ, რომ ახალციხეში დასრულდა გარე განათების სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ახალციხის მერია. Sms off 91521 Text: K.axalcixe“.

შესრულებული პროექტების შესახებ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გზავნის: „გაცნობებთ, რომ დასრულდა წყალთბილის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ახალციხის მუნიციპალიტეტი. Sms of 91521 Text: axalcixe“.

ახალციხის გამგეობასა და მერიაში აცხადებენ, რომ ეს ინოვაციური მოდელი ბორჯომიდან გადაიღეს და მოსახლეობასთან ანგარიშის ჩასაბარებლად იყენებენ. ორივე უწყებაში ამბობენ, რომ „მაგთიკომთან“ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და აღნიშნულ სერვისს სწორედ მისი საშუალებით ახორციელებენ. მერიასა და გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ამ პროექტზე ფიქრიცა და დოკუმენტების მოწესრიგებაც წლის დასაწყისში დაიწყო და ამიტომ ახლა, სერვისის ჩასართავად ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება არ დასჭირვებიათ.

შეკითხვაზე, წლის დასაწყისში გათვალისწინებული თანხა ამ დრომდე რატომ არ იხარჯებოდა მოსახლეობასთან ანგარიშის ჩასაბარებლად და ახლა რატომ ამოქმედდა ეს სერვისი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე გვპასუხობს: „პროექტების განხორციელება გაზაფხულზე იწყება და სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერში სრულდება“.

იგივე კითხვაზე, იგივე პასუხი აქვთ ახალციხის მერიაშიც: „ახლა სრულდება პროექტები და მოსახლეობას ვატყობინებთ ამის შესახებ“.
ასევე შეკითხვაზე, თუ წლის დასაწყისშივე იყო თანხა გათვალისწინებული, აქამდე დასრულებული პროექტების შესახებ რატომ არ ატყობინებდნენ მოსახლეობას, ან ამ სერვისს რატომ არ იყენებდნენ იმისთვის, რომ მაგალითად, მოსახლეობისთვის საკრებულოს სხდომების თარიღიც შეეტყობინებინათ, გამგეობაში გვპასუხობენ: „წლის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება“.

მერიაში კი ამბობენ, რომ უბრალოდ ახლა დანერგეს ეს მეთოდი.

ორივე უწყებაში ახალი სერვისის არჩევნებთან კავშირში ამოქმედებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ ახალი მეთოდით მოსახლეობასთან კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივია.

„46 დასახლებული პუქნტიდან 33 მაღალმთიან ზონაშია გასული, ამიტომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ჩვენს ვებგვერდთან, გაზეთებთან“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

რა თანხა უჯდება წლის განმავლობაში თითო მუნიციპალიტეტის ამ სერვისის მუშაობა, უცნობია. გამგეობაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ეს შეიძლება 1000 ლარი იყოს. შეკითხვაზე, თუ არსებობს კვლევა, რომელიც მათ უჩვენებს, რომ თუნდაც ამ 1 000 ლარის დახარჯვა მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის ამ ფორმით უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა ფორმის გამოყენება ამ მიზნით, გამგეობაში გვპასუხობენ: „ვებ გვერდი გავაკეთეთ, განცხადებებსაც ვაკრავთ, მაგრამ მაღალმთიანის სტატუსის შესახებ მაინც ვერ მიდის მოსახლეობამდე ინფორმაცია“.

გარდა ახალციხის გამგეობისა და მერიისა, მსგავსი ინოვაციური პროექტის განხორციელება არჩევნებამდე 19 დღით ადრე საქართველოს სხვა მუნიციპალიტებშიც დაიწყეს.

იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ინოვაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნევს შეიცავს.

„არჩევნებამდე თითქმის 3 კვირით ადრე ათეულობით მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერიის მიერ ამომრჩევლებისთვის ასეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა არის მცდელობა მოქალაქეების პოლიტიკურ არჩევანზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედონ“, – ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.

და ამატებს, რომ თუ მოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია სურდათ მხოლოდ, სმს-ების გაგზავნა შეეძლოთ ერთი წლის წინაც, ან ნახევარი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული საარჩევნო კამპანია.

მისი თქმით, ამაში აშკარა კანონდარღვევა არ არის, რადგან ტექსტებში მითითებული არაა მმართველი პარტიის არც სახელი და არც საარჩევნო ნომერი, თუმცა ცალსახაა, რომ მიზანი საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებაა: „ ასევე, ფაქტია, რომ ეს არ არის ერთეული მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილება, წინასწარი ვარაუდით და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გეოგრაფიით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ერთიან სტრატეგიაზე რეგიონებში, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მუნიციპალიტეტებს დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ აღნიშნული კამპანიის წარმოება - საქმე გვაქს კოორდინირებულ მუშაობასთან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ მუნიციპალიტეტებს, რომ არ იმოქმედონ ამომრჩევლების პოლიტიკურ ნებაზე ამ ფორმით.

"ამასთან კითხვები ჩნდება პერსონალური მონაცემების დაცვაზე: არ ვიცით, რა წყაროებით მოიპოვეს ამდენი მოქალაქის ტელეფონის ნომრები მუნიციპალიტეტებში. ამიტომ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, რომ გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება", – აცხადებს ჭკადუა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ ანგარიში ხალხს სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: მუნიციპალური SMS-ები კითხვებს აჩენს
ახალციხის თემში სახელფასო ფონდი 100 ათასით  იზრდება
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ახალციხის თემში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
ახალციხის მერიასა და გამგეობაში ქონების აღწერა დასრულდა
ადმინისტრაციული დაყოფის მონაპოვარი