FM97.5 / LIVE

კახეთში 50 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.09.2016
20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 23,4 ათასი ტონა რქაწითელი, 21,8 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთში 50  ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა [R]

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 43,2 მლნ-მდე ლარი მიიღეს.

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და 6 400 ტონას მიაღწია, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 18 ათასი ტონა, ყვარელი - 12 ათასი ტონა, თელავი - 10,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 808 ტონა, საგარეჯო - 544 ტონა და ახმეტა - 414 ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის, 12 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:

კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;
საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic .

[sknews.ge]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რთველის მიმდინარეობა კახეთში [R]
რთველის მიმდინარეობა [R]
კახეთში ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა [R]
რთველის მიმდინარეობა კახეთში 25 სექტემბრის მდგომარეობით [R]
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა [R]
რთველის მიმდინარეობა 12.09.2016 [R]
ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო [R]