FM97.5 / LIVE

ივანიშვილი ადასტურებს, რომ რეგიონებში ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა 'ოცნების' პიარს ემსახურება [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 19.09.2016
ივანიშვილი ჭელაში მინარეთის მოჭრას პროვოკაციად აფასებს, მოხეში რელიგიურ კონფლიქტს კი უმნიშვნელოს უწოდებს და ოჯახურ კონფლიქტს ადარებს.

ივანიშვილი ადასტურებს, რომ რეგიონებში ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა 'ოცნების' პიარს ემსახურება [Video]

ბიძინა ივანიშვილს „სამხრეთის კარიბჭემ“ პოლიტიკაში მისი როლისა და ადიგენში რელიგიური კონფლიქტების შესახებ ჰკითხა.

„სამხრეთის კარიბჭე“: რადგან მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმის უფლება გვაქვს, ორ კითხვას გავაერთიანებთ. თვალყურს ვადევნებთ თქვენს შეხვედრებს მედიასთან, კითხვები ისმის და თქვენც პასუხობთ მთავრობაში მიმდინარე მოვლენებზე, პროექტებზე, საკადრო ცვლილებებზე, ამასთანავე რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადეთ, რომ ძალიან ღირსეულად წახვედით პოლიტიკიდან. საინტერესოა, რა სტატუსით მართავს ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტებთან, წინასაარჩევნოდ?

აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ იმ პერიოდზე, როცა თქვენ პასუხისმგებელი პირი, პრემიერი იყავით. ჩემი კითხვა ეხება თქვენი პრემიერ მინისტრობის დროს ჩვენს რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე ხმაურიან, ჭელას მოვლენებს, ჭელაში მინარეთის მოჭრის საკითხს. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იყო მთავრობის მიმართ მოწყობილი პროვოკაცია. მუსლიმთა კავშირმა გაავრცელა განცხადება იმ პერიოდში და მოგმართათ თქვენც, რომ გამოძიებულიყო რამდენად კანონერად მოხდა ჭელას მინარეთის იმ ფორმით მოჭრა, როგორც მოიჭრა. თქვენ მაშინ დაპირდით მუსლიმ თემს, რომ ამ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანდით, გვაინტერესებს, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილი: "მე ვფიქრობ, რომ მართლაც პროვოკაცია იყო. ამ მიმართულებით ბოლოს აღარ დავინტერესებულვარ, რამეთუ ხმაური მიწყნარებულია და იქ დალაგებულია ყველაფერი. ზოგადად, რომ პროვოცირება ხშირად ხდებოდა ამ საკითხის, გავიხსენოთ თუნდაც რაც ხდებოდა ბათუმშიც, წელიწადში ორჯერ დაგეგმილი ჰქონდათ, ორივე ნაწილს თვითონ აფინანსებდა „ნაციონალური მოძრაობა“, მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება, მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. აბა ბოლო ორი წელიწადი ნახეთ, მე არ გამიგიგია არანაირი ხმაური სერიოზული“ .

„სამხრეთის კარიბჭე“: იყო კონფლიქტი ორჯერ, მოხესა და ადიგენში. ადიგენში სასაფლაოს საკითხზე, მოხეში კი სადავო შენობის გამო.

ბიძინა ივანიშვილი: ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომელიც გასატანი არ არის არსად და მეზობლებში ხდება. ოჯახშიც ხდება კონფლიქტები ხშირად. გუშინ ჩემს უფროს ბიჭთან ერთად საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე... რაღაცეები არ მოგვწონდა. ნორმალურია ყველაფერი, ეს არ არის ის, რასაც გვაჩვენებდნენ ჩვენ. თქვენ რაც თქვით, რა თქმა უნდა იყო ეგ შემთხვევა, რეაგირებაც გაკეთდა, დღესაც ხელისუფლება ამას ძალიან მოწიწებით ექცევა, კიდევ იქნება რაღაც გამოვლინებები, მაგრამ ეს არ არის ისეთი ფონი, რასაც ქმნიდნენ და გვაჩვენებდნენ.



რაც შეეხება ჩემს პოლიტიკას, ჩემს როლს პოლიტიკაში და ჩემ შეხვედრებს მედიასთან და წამოსვლას. წამოვედი მართლაც და ამით მე ვაჩვენე, ვაჩვენე არა საჩვენებლად, მართლაც ასე იყო რელაურად და ეს საჩვენებლად არ გამიკეთებია. პოლიტიკა არ იყო ჩემო მოწოდება და არ მქონდა სურვილი პოლიტიკაში მოსვლის. მაგრამ, რომ ვნახე რომ ქვეყანას გაუჭირდა და სხვანაირად არ წყდებოდა ეს პრობლემა, თავს უფლება ვერ მივეცი, რომ არ გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე. გავაკეთე ის, რომ ჩემს თავზე მაღლა ავედი და წამოვედი.

„სამხრეთის კარიბჭე“: თქვენ ახლა პოლიტიკიდან წასული ხართ?

ბიძინა ივანიშვილი: გეტყვთ, რა როლში ვარ დღეს. ამ ქმედებით და ჩემი გულწრფელობით რომ ვაჩვენე, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და თანამდებობისთვის არ მოვსულვარ, თუმცა სირცხვილი არავისთვის არ არის თუ ვინმე მოდის თვითრეალიზებისთვის და ქვეყანასაც დაეხმარება, მაგრამ საზოგადოებას ვაჩვენე, რომ როგორც ვთქვი, მოვალ, დავალაგებ და წავალ. მოვედი დავალაგე და წავედი, თანაც ზუსტად გავთვალე დრო, შუალედურ დროში წავედი.
რატომ ვხვდები მედიას?! ხომ მობრძანდით თქვენ, ე.ი საინტერესო პიროვნება ვარ და იმიტომ მოხვედთ. ასე ხდება სხვა რეგიონებშიც, ინტერესი არის.

„სამხრეთის კარიბჭე“: რა სტატუსით საუბრობთ?

ბიძინა ივანიშვილი: მოქალაქე ვარ, მოქალაქე გახლავართ მე დღეს. და თანაც გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესებისაგან . ხელისუფლების დატოვებით ვაჩვენე, რომ ეს ინტერესი არა მაქვს, ბიზნესზე ვახსენებ, რომ აღარ მაქვს ბიზნესი საქართველოში, ერთადერთი ჩემი პირადი ინტერესი ემთხვევა ყველა მოქალაქის ინტერესს, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და სწორი მიმართულებით განვითარდეს. რესურსი, ნდობა საზოგადოებიდან, რასაც ჯერ–ჯერობით კიდევ ვგრძნობ თქვენი მიმოსვლას და თქვენი ინტერესიც ამას კიდევ ერთხელ ასაბუთებს, თორემ არ მოხვიდოდით, ვერავინ ვერ დაგაძალებდათ თქვენ აქ მოსვლას. რამდენად დავეხმარები, რამდენად ეფექტური იქნება ჩემი შეხვედრები ახლა ამაზე ვერ გეტყვით, ეს განვსაჯოთ შედეგებით რამდენად სწორ ანალიზს ვაკეთებთ.
საჯაროდ ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება, ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვალდებულებად მაქვს მხოლოდ, რომ ვფიქრობ დავეხმარები საზოგადოებას სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

„სამხრეთის კარიბჭე“: „ქართული ოცნების“ პიარს ემსახურება თუ არა ეს შეხვედრები?

რა თქმა უნდა ემსახურება და ვემსახურები იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ეს გუნდი სრულყოფილად იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა. სხვა პარტიებს ეს არ ხელეწიფებათ. ან შესაძლებლობები არ აქვთ, ან სურვილი არ აქვთ. სხვა პარტიას მე ვერ ვხედავ, რომ პარალელურად მოვუწოდო საზოგადოებას, რაზეც განაწყენდნენ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელები.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გამოკითხვა: უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?[Video]
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში ჟურნალისტებს შეხვდება
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ბიძინა ივანიშვილი: 'სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, „აქვე“ ვრჩები'