FM97.5 / LIVE

„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში“ – დისკუსია ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 18.09.2016
ქალთა ჩართულობა საარჩევნო და სამოქალაქო აქტივობებში; საკანონმდებლო ინიციატივები კვოტირებასთან დაკავშირებით; დისკრიმინაციული პრაქტიკა და დისბალანსი პარტიულ სიებში – ამ საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს.

„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში“ – დისკუსია  ახალციხეში

საარჩევნო საკითხებში ქალთა ჩართულობის შესახებ შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პოლიტიკურ სისტემაში ქალების მონაწილეობის შესახებ, პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ტრენერი, თეა თედიაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც პარტიულ სიებში ქალების მონაწილეობა ძალიან დაბალია.

„ამ შეხვედრის მიზანია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება და დარწმუნდნენ, რომ ქალის როლის გაძლიერება საშაუალებას მისცემს პრობლემების გადაწყვეტისას სხვა შეხედულებებიც გაითვალისწინონ. ასევე, ისინი მიიღებენ ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფოსგან, რომელიც ქალთა 30%–იანი მონაწილეობის შემთხვევაში სახელმწიფოსგან დაფინანსებას ითვალისწინებს“, – ამბობს თეა თედიაშვილი.

როგორც ტრენერმა განმარტა, დღეისათვის, საქართვეოს პარლამენტში 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 18 –ია, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეულ დისბალანსს ქმნის.

ქალთა როლის გაძლიერების შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებმა განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს.

„ჩვენთან პირველ ათეულში რიგით მეორეც და მესამეც ქალბატონია. მთლიანად ათეულში კი სამი ქალბატონი გვყავს. საერთო ჯამში 155–კაცში კი ცოტაა, მაგრამ ისიც თავის მოტყუება იქნება, რომ სიაში რიგით 130–დან 155–მდე ყველა ქალი იყო. აქ საქმე იმაშია, რამდენად გამსვლელ პოზიციაზე არიან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაკა სუდაძე.

ქალთა როლის გაძლიერების მომხრეა, თუმცა კვოტირების სიტემას არ ეთანხმება მუნციპალიტეტის საკრებულოს კიდევ დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შალვა შენგელია: „მე არ ვეთანხმები კვოტების სისტემას. პროფესიონალიზმი და ღირსებაა მთავარი. თუ არის ასეთი ქალი, რატომაც არა, უნდა იყოს ქალებიც და კაცებიც. მე მგონი ყველა პარტია ითვალისწინებს უკვე ამ საკითხს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ახალციხე–ადიგენის ოლქში, ნიკოლოზ ინასარიძეს, პოლიტიკაში ქალთა შესაძლებლობების მაგალითად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მოჰყავს: „არ მინდა. რომ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ავიღოთ ახლა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რა საერთო ჰქონდა თავდაცვასთან? ქალი, რომელიც, არც ჯარში ყოფილა, თოფი საერთოდ თვალით არ უნახავს. არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ქალი მინისტრები ცოტანი არიან. თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ ქალი დავნიშნოთ იმიტომ, რომ ქალია?!“

ქალთა როლის შესახებ მსგავსი პოზიციას აფიქსირებს პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი. მისი თქმით, პარტიული სიის პირველი ათეულში ორი ქალია, რაც მათი პარტიისათვის საკმარისია.

„ორი ქალი ერთ სამზარეულოში ვერ ეტევა, წყვეტენ ერთმანეთს და წარმოგიდგენიათ, რომ პარლამენტში 60 % ქალი იყოს?! დამოუკიდებლად იყარონ ქალებმა კენჭი, ბევრნი ხომ ხართ ქალები და ყველა ქალი მისცემს ხმას. ჩვენთან 20% ეთმობათ ქალებს, ეყოფათ“, – განმარტავს გოდერძი კუბლაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა