FM97.5 / LIVE

ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 16.09.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში, სადაც სკოლა ერთი წლის წინ დაიწვა, მოსწავლეები დროებით ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ისწავლიან. კერძო სახლის მფლობელმა, სადაც აქამდე გაკვეთილები ტარდებოდა,ახალი სასწავლო წლიდან შენობის დათმობაზე უარი თქვა.

ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
ღორთუბნის 35 მოსწავლე 2016–2015 სასწავლო წელს ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ისწავლის. ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინგა ბოჭორიშვილის განმარტებით არასაკმარისი ფართის გამო გაკვეთილები ორ ცვლაში ჩატარდება.

სასწავლო პროცესი, როგორც სხვა საჯარო სკოლებშიც აქაც 15 სექტემბერს დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სკოლის პროექტი გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ღორთუბანში სკოლა 2015 წლის 10 ივნისს, ღამით დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა შენობა და ინვენტარი.

ღორთუბნის საჯარო სკოლის 37 მოსწავლე ერთი წლის განმავლობაში ერთერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში სწავლობდა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო