FM97.5 / LIVE

არჩევნებისთვის რეგიონის პოლიციის უფროსები სპეციალურ ჯგუფებს შექმნიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 14.09.2016
8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, რეგიონებში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებისგან, პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება. შესაბამისი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

არჩევნებისთვის რეგიონის პოლიციის უფროსები სპეციალურ ჯგუფებს შექმნიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანების მიხედვით, პასუხისმგებელი ჯგუფები, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; ასევე არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.

ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

ბრძნება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ქვეყნის ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებსა და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ვიდეოხიდის მეშვეობით გამართულ სამუშაო თათბირზე გააცნო.

ბრძანება, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედურ არჩევნების ეხება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს
შსს: რეგიონებში უსაფრთხოების დასაცავად მობილური ჯგუფები შეიქმნა
 რიგგარეშე არჩევნების პროცედურებს ცესკო დღეს დაამტკიცებს
თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ს დელეგაცია დააკვირდება
სახალხო დამცველის მობილური ჯგუფები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებს დააკვირდებიან
არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს