FM97.5 / LIVE

მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.09.2016
ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან ახალციხის მერიამ საკანალიზაციო მილი გაწმინდა, ტერიტორია დაასუფთავა და გზაც შეაკეთა, თუმცა, მილიდან ფეკალიები ისევ გადმოდის.

მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს
ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან ახალციხის მერიის კუთვნლი ტექნიკა დილიდან მუშაობს. აქ რუსთაველის ქუჩის მხრიდან ჩასასვლელი კიბეებიდან სკოლამდე მისასვლელ გზას ასწორებენ.

„დააგეს და ახლა დასატკებნად „კატოკს“ გადაატარებენ“ – ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დარაჯი ტარიელ ველიჯანაშვილი.

მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს

აღნიშნული სკოლის მიმდებარე ტერიტორია ახალციხეში მოსული სტიქიის შემდეგ საკანალიზაციო მილიდან გადმოსული მასით იტბორებოდა. ასევე, ძლიერმა სეტყვამ და ნიაღვარმა დააზიანა კიბეებიც.

„სადაც ძალიან გაფუჭებული იყო კიბეები, იქ შეაკეთეს. ეზოც გაგვისუფთავეს და გზასაც გვიგებენ. ძალიან დაგვეხმარა მერია“, – აცხადებს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე.

თუმცა, როგორც სკოლის სხვა თანამშრომლები ამბობენ, მას შემდეგ რაც მილი გაწმინდეს, მიმდებარე ტერიტორია კიდევ დაიტბორა.

„სამი მილი გაწმინდეს, დანარჩენები არა, ამიტომ წყალი არ ეტევა და პერიოდულად გადმოდის“, – გვითხრა ველიჯანაშვილმა.

მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის კვლავ გადმოსვლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შესულა: „დღეს მთელი დღე სკოლასთან ვიყავით და არაფერი უთქვამთ“.

რაც შეეხება დანარჩენ შესრულებულ სამუშაოებს, მერიაში ამბობენ, რომ ამისთვის თვითმმართველობას თანხა არ დაუხარჯავს: „კეთილმოწყობის სამსახურის სამეურნეო ტექნიკა და ადამიანური რესურსი გამოვიყენეთ“.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს ქალაქში მოსული სტიქიის დროს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის კიბეებთან მოვარდნილმა ნიაღვარმა საკანალიზაციო არხი გაჭედა და გზა დააზიანა. ამის შემდეგ აქ დილაობით ფეკალური მასა ეზოს მიმდებარე ტერიტორიას ტბორავდა.

მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია მეორე სკოლის კიბეების რეაბილიტაციისთვის დოკუმენტებს ამზადებს
ახალციხის მეორე სკოლის ტერიტორია 'კანალიზაციით' იტბორება
წელს მეორე სკოლასთან ჩასასვლელი მოკლე გზა მოწესრიგდება
მეორე სკოლასთან  კიბეების  და სანიაღვრე  სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
სტიქიამ ახალციხის მეორე სკოლასთან გზა დაანგრია [Photo]
ჩორჩნის სკოლის ეზოში ჩამავალი საკანალიზაციო არხი გაიწმინდა
ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს