სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

14 სექტემბრიდან ახალი საეკლესიო წელი იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2016
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

14 სექტემბრიდან ახალი საეკლესიო წელი იწყება

საეკლესიო ახალი წლის დასაწყისი, ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”.

გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”.

ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

[sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ხვალიდან, 14 სექტემბრიდან, ახალი საეკლესიო წელი იწყება
როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში
სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება
27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს