FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 12.09.2016
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის, ხერთვისის, ტოლოშისა და აწყვეტას მოსახლეობას შეხვდა.

გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე  ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ [R]

დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა "ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება.

"მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, "ქართული-ოცნება“ დღეს არის ფავორიტი პოლიტიკური პარტია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

ამასთან, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარძიის მახლობლად , ვანის ქვაბებში მდებარე მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვას დაესწრო.

თავის მხრივ, ამომრჩეველთან შეხვედებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე.

ამჯერად იგი შევჩენკოს პირველი ჩიხის, შევჩენკოს მეორე ჩიხის, თამარაშვილის 41-41ა, თამარაშვილის 6-8 და თამარაშვილის 2-4 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

„საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა“,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატები შეხვედრებს აგრძელებენ [R]
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე სადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
გედევან ფოფხაძე და   გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ[R]