"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება

მთავარისიახლე, სამართალი 12.09.2016
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო;

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება

წელიწადნახევარია, რაც ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გენადი იაკობაძე სასჯელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იხდის; ამ ხნის განმავლობაში კი მისი ადვოკატი რამინ პაპიძე გამამართლებელ განაჩენს ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში ითხოვდა.

ადვოკატის მტკიცებით, იაკობაძემ როდესაც დანაშაული ჩაიდინა, შეურაცხადი იყო და ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას 20 წელი მიუსაჯეს, უნდა გაუქმდეს.

თუმცა, რამინ პაპიძის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, უზენაესმა კი წარმოებაშიც არ მიიღო. შესაბამისად, გენადი იაკობაძე 20 წლით პატიმრობაში დარჩება.

შეგახსენებთ, 2015 წლის 10 ივლისს, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ, კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათშიდააკავეს.

იგი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილით და ასევე, 109–ე მუხლის 1გ, 2ბ და 3 ა ნაწილებით.

გოგაშენში მომხდარი მკვლელობაც და ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებიც, რეგიონში ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული მოვლენები იყო. შეგახსენებთ, მომხდარს აქციები და სოფელში დაპირისპირებები მოჰყვა, დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.08.2017 დაბის გზის პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს – სოფელში მძიმე ტექნიკას ელოდებიან

22.08.2017 პრემიერი: სამაშველო ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდება

22.08.2017 დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება

21.08.2017 პრემიერი: დაბაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება
20-წლიანი პატიმრობა – განაჩენი ორი ადამიანის მოკვლისთვის