FM97.5 / LIVE

შელაპარაკება ზარზმის მეჩეთისა და მონასტრის წინამძღვრებს შორის

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2016
ზარზმის მეჩეთის წინამძღვარი ზარზმის მონასტრის წინამძღვარს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს; სოფელში მუსლიმი თემის წარმომადგენლები იკრიბებიან;

შელაპარაკება ზარზმის მეჩეთისა და მონასტრის წინამძღვრებს შორის

დღეს, 9 სექტემბერს, შუადღეს, ადიგენში სოფელ ზარზმაში მეჩეთის წინამძღვარი ოთარ გორგაძე და ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე შელაპარაკდნენ;

როგორც გორგაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, იგი მანქანით მეჩეთში ლოცვაზე მიდიოდა. ზარზმის მონასტერთან მისულს გზაზე მანქანა დახვდა გადაღობილი, ასევე იქ მისი თქმით, 15–მდე ქრისტიანი სასულიერო პირი იყო შეკრებილი.

„ვერ გავივლიდი, თან ამდენი ხალხის შეწუხება აღარ მინდოდა და მანქანის მობრუნება დავიწყე, ერთ–ერთმა ხელი დამიქნია გაჩერდიო და გავაჩერე“, – გვიყვება გორგაძე.

მისი თქმით, მანქანასთან ზარზმის მონასტრის წინაძღვარი მამა ნიკოლოზი მივიდა: „აქ რატომ მოდიხარ, წადი აქედან თორემ მაგ მანქანას თავზე გადაგაღუნავო. აქ რომ მუშაობას იწყებდი, ჩემთვის უნდა გეკითხაო. ვუთხარი, შენ სადაური ხარ–მეთქი და მიპასუხა ქუთაისელიო. თუ ქუთაისელმა შეიძლება იმუშაოს ზარზმაში, ზედუბნელს ამის უფლება რატომ არ აქვს ვერ გავიგე“.

ზედუბნელმა ოთარ გორგაძემ ზარზმის მეჩეთში მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, აქ დასაქმებული ადგილობრივი ზურაბ ბოლქვაძე მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც მუსლიმი სასულიერო პირებისთვის სპეციალური გამოცდები ჩატარდა.

შეკითხვაზე, თუ ორი წელია აქ მუშაობს და ამ გზით დადის, დღეს რატომ გაუჩნდა ზარზმის მონასტრის წინაძმღვარს მის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები, გორგაძემ გვიპასუხა: „ეგ მე არ ვიცი, მაგაზე თვითონ ნიკოლოზს ჰკითხეთ“.

მომხდარის შესახებ მამა ნიკოლოზს ვკითხეთ, თუმცა მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. „ეგ ბევრ რამეს ლაპარაკობს, ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა მან.

ამ წუთბში ზარზმის მეჩეთში მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე იკრიბებიან. ისინი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მსჯელობას აპირებენ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შელაპარაკება ზარზმაში –  მუსლიმები სამუფთო სამმართველოს მიმართავენ
ჭექა-ქუხილმა ზარზმის მონასტრის ჯვარი დააზიანა
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: მინარეთის დაბრუნებით სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა
ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
მოხეში ქრისტიანებმაც ღია ცის ქვეშ დაიწყეს ლოცვა
2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან