FM97.5 / LIVE

რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი

მთავარისიახლე, არჩევნები 08.09.2016
დღეს, 8 სექტემბერს, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა განრიგის მიხედვით, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი

დღეს, 8 სექტემბერს

1. იმართება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

✔ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ფოტოსურათების გარეშე)

✔ საუბნო საარჩევნო კომისია პირველივე შეკრების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრულ წესს;

2. ცესკო სხვა სახელმწიფოში ქმნის საარჩევნო უბნებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს
მონაცემების საფუძველზე;

3. პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს პარტიულ სიას. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

4. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

პარტია/ საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარუდგინოს ცესკოს

5. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

6. ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით,აგრეთვე იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

7. ცესკო აცხადებს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს.

8. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს დღის ვადაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იმავე დღესვე აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისია.

[sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნებში პირველი სხდომა იმართება
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა