FM97.5 / LIVE

სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული

მთავარისიახლე, შემთხვევა 08.09.2016
ადიგენში, სოფლებში: უდესა და არალში, ცხოველთა დაავადება პიროპლაზმოზი გავრცელდა. დაავადების ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, ადგილობრივები კი ცხოველებს ვერ მკურნალობენ და ათობით პირუტყვი იხოცება.

სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული

ვეტერინარი გივი ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ უდესა და არალში პიროპლაზმოზი აქტიურად ვრცელდება. მეპატრონეები საქონლის მკურნალობას დროულად არ იწყებენ, ამიტომ ზარალი ყოველდღიურად იზრდება.

"თუ დროულად მივუსწარი, გადავარჩენთ თუ არა და, ვერა. გაფრთხილებული გვყავს სოფლები, თუ რძემ მოიკლო და მშიერი მოვიდა ძროხა, მაშინ ვუკეთებ ნემსებს და მესამე დღეს გამოდიან მდგომარეობიდან.თუ გაურთულდა, ვერაფერს ვშველით. უკვე უდეში შვიდი და არალში ხუთი სული დაიკლა“, – ამბობს ვეტერინარი.

ცხოველთა დაავადება პიროპლაზმოზი სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე სახელმწიფო ვაქცინაცია არ არსებობს. დაავადების შემჩნევის შემთხვევაში, მეპატრონემ ვაქცინა თავად უნდა შეიძინოს და ცხოველთა მკურნალობა კერძო ვეტერინარის დახმარებით დაიწყოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოში ამბობენ, რომ იმ დაავდებებზე, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, მათ აცრების ჩატარება არ შეუძლიათ, თუმცა ადგილობრივებს დაავადების ტიპის დადგენაში დაეხმარებიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ამ ეტაპზე, უდესა და არალში გავრცელებული პიროპლაზმოზის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.

"თუკი ჩვენ გვაქვს შეტყობინება და ცხოველი ცუდად არის, ჩვენ მივდივართ ადგილზე, ვსწავლობთ მდგომარეობას. მაგალითად, დაავადება შეიძლება იყოს პასტერელოზი, შეიძლება არის ემკარი, შეიძლება პიროპლაზმოზი. ჩვენ შეგვძლია მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ავიღოთ სისხლის ნაცხი ლაბორატორიული კვლევისთვის, შემდეგ ავუხსნათ მეპატრონეს, რომ არის ეს დაავადება და თქვენ მიიღეთ ზომები ანუ მიიწვიეთ კერძო ვეტერინარი, რომელიც ჩაატარებს ღონისძიებას“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

პიროპლაზმოზი მწვავე ფორმით მიმდინარე მძიმე დაავადებაა. მისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

თუკი ცხოველი დაავადებულია პიროპლაზმოზით, მას შემდეგი კლინიკური სიმპტომები ექნება:
1. ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია;
2. ლორწოვანი გარსები ყვითელია;
3. ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩება, ხშირად წვანან;
4. რძის გამოყოფა მკვეთრად მცირდება;
5. სუნთქვა გახშირებულია;
6. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 გრადუსამდე;
7. მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე;
8. ვითარდება ყაბზობა და ფაღარათი;
9. შარდის გამოყოფა ხშირდება;
10. მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ შეფერილობას.

თუ დროულად არ მოხდება ავადმყოფი ცხოველის მკურნალობა იგი 5-7 დღეში იღუპება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

20.05.2019 ნინოწმინდის ხუთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

19.05.2019 ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა
ახალციხის სოფლებში ძროხების დაავადება გავრცელდა
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
მეურნე: ემკარი – პროფილაქტიკა და მკურნალობა  [Video]
სოფელ ჩორჩანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა