FM97.5 / LIVE

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.09.2016
ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნები მოეწყო. ექვსი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივ მოსახლეობასა და მედიას, თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები აჩვენეს.

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ექვს დღიანი სწავლების შემდეგ, დღეს 7 სექტემებრს, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების, ასევე აშშ–ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეებმა, ახალციხის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საჩვენებელი წვრთნები მოაწყეს.

სამხრედრო მოსამსახურეებმა, გარკვეული სცენარის მიხედვით, სტუმრებს აჩვენეს: დაპირისპირების დროს როგორ ხდება ქვედანაყოფების მიერ გარკვეულ ობიექტზე შეტევა, სწრაფი თავდაცვა და უსაფრთხოების ოპერაციების გათვალისწინება, ასევე სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის კონტრშემოტევის მოგერიება და უკან გამოსვლა.

საჩვენებელ წვრთნებში სამხედროებმა ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია გამოიყენეს.

"ეს სამხედრო სწავლება შედგება ორი ნაწილისაგან: საშტაბო და საველე. დღეს ვაჩვენეთ საველე ნაწილი. აქ ჩვენთვის მთავარია, რომ მოვახდინოთ იმ ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების სინქრონიზაცია, რომელიც არის დანერგილი ნატოს წევრ ქვეყნებში“, – განმარტავს სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე.

საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ, სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ქართული და ამერიკული ტექნიკა დაეთვალიერებინა.

ორფოლოს სასროლეთზე, სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები. საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან, გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა და ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ, სამახსოვრო სიგელები მიიღეს.

"დღეს სამხედროებმა ტაქტიკური სვლები განახორციელეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ასპარეზზე დიდი როლი აქვს და ისწრაფვის იმისკენ, რომ განახორციელოს ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო სწრაფი, გიგანტური ნაბიჯებით სვლა“ ,– განმარტა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ორფოლოში ღია კარის დღე მრავალეროვნული სწავლების, სახელწოდებით "Agile Spirit 2016”- ის ფარგლებში მოეწყო. სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ–ის საზღვაო ქვეითები ატარებენ.

"სწავლების მიზანი, ამერიკის შეერტებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ურთიერთთავსებადობის დახვეწაა, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დაგეგმოს და აღასრულოს ნატოს რეაგირების ძალების მხარდაჭერა“, – ამბობს პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე.

მრავალეროვანი სწავლება "Agile Spirit 2016” საველე და საშტაბო ეტაპებს მოიცავს. მისი პრაქტიკული და თეორიული ნაწილი ორფოლოს სასროლეთზე, 9 სექტემბერს დასრულდება.

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამხედრო სწავლებისათვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა ახალციხეში შემოაქვთ
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016” ღია კარის დღე
ორფოლოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 გაიხსნება
ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ
პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრო
საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე