FM97.5 / LIVE

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

მთავარისიახლე 07.09.2016
„ბიპის“ სამშენებლო სამუშაოების გამო ახალციხეში, სოფელ წნისში, მდინარე მტკვრის ნაპირთან ახლოს, მოსახლეობის ნაკვეთები იტბორება. გლეხებს მოსავალი ყანაში ულპებათ;

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

ახალციხეში, სოფელ წნისში, დღეს, 7 სექტემბრიდან, შუადღის შემდეგ მდინარე მტკვრის სანაპიროსთან მდებარე ნაკვეთები იტბორება. აქ ადგილობრივებს დაახლოებით ორ ჰექტარ ფართობზე კარტოფილი უთესიათ.

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ „ათეული წლებია აქ კარტოფილს ვთესავთ და არასდროს დატბორილა. რაც „ბიპიმ“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრის მშენებლობა დაიწყო, წყალი გადაკეტეს იქ სამუშაოებში ხელი რომ არ შეშლოდათ, აქეთ კალაპოტმა ვეღარ გაატარა და გადმოვიდა“, – ამბობს წნისის მკვიდრი მევლუდი გოგოლაძე, რომელსაც 40 მეასდზე კარტოფილის ნათესი დაეტბორა.

მისი თქმით, მან 4 000 ლარი მხოლოდ თესლში გადაიხადა: „12 ტონა კარტოფილი უნდა ამეღო. ახლა ვეღარაფერს ავიღებ. ეს საფურაჟედაც არ გამოდგება, საქონელს რომ ვაჭამო“.

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ 40 მეასედზე დაეტბორა კარტოფილი წნისში მცხოვრებ გია ლომიძესაც: „ჯერ ორფოლოს პოლიგონის გამო წაგვართვეს მიწები, ახლა წყალს მიაქვს. მთელი მოსავალი მილპება“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილ ნაკვეთებში მოსავლის აღება შეუძლებელია, წყალის დონე კი ნელ–ნელა იმატებს და აქ სხვა ადგილობრივების ყანებიც დაიტბორება.

წნისში ეს ნაკვეთების დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივების თქმით, აქ ყანები დაახლოებით ერთი თვის წინაც დაიტბორა.
„მაშინ დაიწყო „ბიპიმ“ სამუშაოების შესრულება. ოღონდ ყანებში წყალი შედარებით ნაკლები იყო. მერე „ბიპის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მაგრამ აქ ყველაფერი ჩვენს გარეშე ნახეს“, – გვიყვება მევლუდ გოგოლაძე.

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ მაშინ კომპენსაციის მოთხოვნით, ბიპის წერილობით დათო გოგოლაძემ, მევლუდ გოგოლაძემ და დათო ლომიძემ მიმართეს.
„ბიპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იმას, რომ სამი საჩივარებია შესული, ადასტურებენ. ასევე ადასტურებენ იმასაც, რომ მტკვრის მარჯვენა მხარეს ნაპირსამაგრ სამუშაოებს ახორციელებენ: „მილსადენის უსაფრთხოების მიზნით, ეს წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრული სამუშაოებია, შემოსულ საჩივრებზე კი პასუხები მზადდება“.

რაც შეეხება კომპენსაციების საკითხსა და იმას, თუ რატომ იტბორება ნაკვეთები, კომპანიაში აცხადებენ , რომ აღნიშნულის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას ხვალ, 8 სექტემბერს მოგვაწვდიან: „სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ იქ სადაც იოლად იტბორება მიწები, ჩვენი მილსადენის კორიდორი იყოს. ეს თუ ასეა, რაც ჯერ გადამოწმებული არ გვაქვს, მაშინ გამოდის, რომ თავად ამ გლეხების ქმედებაა უნებართვო“.

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ წნისელები კი დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. დღეს დატბორილი ყანები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა კლდის ტერიტორიულ ორგანოში ლადო კურტანიძემაც მოინახულა. იგი ამბობს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში გლეხების დასახმარებლად ხმას ყველა შესაბამის ორგანოს მიაწვდის, თუმცა, ვინ რითი დაეხმარება წნისელებს, არ იცის.

ვიდრე „ბიპი“ გადაწყვეტილებას მიიღებს და სოფლის რწმუნებული თვითმმართველობას საქმის კურსში ჩააყენებს, წნისში კიდევ უფრო მეტი ნაკვეთი დაიტბორება. მიიღებენ თუ არა გლეხები კომპენსაციას, ჯერ ესეც უცნობია.

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წნისში ყანები ისევ იტბორება
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
ორფოლოს პოლიგონის სადავო მიწა

ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
აწყურის ციხესთან გზას ამაგრებენ