"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.09.2016
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ სრულდება; ამ სკოლის მოსწავლეები ისევ მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდებიან.

ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს

8 დღეში სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი იწყება, თუმცა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ჯერ კიდევ ხარაჩოებშია. გარდა გარე ფასადისა, სამუშაოები შენობის შიგნითაცაა დასასრულებელი.

მშენებელ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ვადის გადაწევა მოუხდა. კომპანია აგვისტოს ბოლოს ნაცვლად სამუშაოებს 30 სექტემბერს დაასრულებს.

მიზეზს განათლების სამინისტროში ასე ხსნიან: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი და მისი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები მუშაობენ საერთაშორისო სარეაბილიტაციო სტანდარტების შესაბამისად. რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების ზამთარში ჩატარება არ არის მიზანშეწონილი და უარყოფითად აისახება რემონტის ხარისხზე, ზამთარში სამუშაოები დროებით შეჩერდა. შესაბამისად, მოხდა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების ვადების გადაწევა“.

მშენებელ კომპანიაში „ინტერ პლიუსში“ კი გარდა კლიმატური პირობებისა, სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. როგორც აღნიშნული ფირმის ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი ამბობს, მშენებლობის პროცესში დამატებით შესასრულებელი სამუშაოებიც გამოჩნდა, ამან კი დიდი დრო წაიღო.

„სახურავი დაგვემატა, მთლიანად შევცვალეთ 2 000 კვადრატული მეტრი. ასევე მთლიანად შეიცვალა გათბობა, 5 000 კვარდატული მეტრის ნაცვლად 15 000–ის გალესვა მოგვიხდა“, – აცხადებს მათიაშვილი და ამატებს, რომ სამუშაოების დროულად დასრულებაში ქალაქში მოსულმა სტიქიამაც შეუშალათ ხელი, – სეტყვამ დაგვაზიანა, წყალი ჩამოვიდა და მესამე სართულზე „გიფსო“ გაგვიფუჭა. ჩამოვხსენით, თავიდან „გავშპაკლეთ“ და შევღებეთ“.

დამატებით შესრულებული სამუშაოებისთვის პროექტში ცვლილებები დაახლოებით 37 000 დოლარის ღირებულების ფარგლებში განხორციელდა.
მათეშვილი ფიქრობს, რომ 30 სექტემბრისთვის სარემონტო სამუშაოების დასრულება სრულად მოესწრება.

„სტანდარტების მიხედვით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, იტოვებს ორ კვირას, რომ მოხდეს განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ხარვეზების აღმოფხვრა“, – ამბობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი.

მას შემდეგ კი, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდება, როგორც პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება: „ამ ყველაფერს სხვა კომპანია ასრულებს“.

სამუშოების პარალელურად პირველი საჯარო სკოლა განახლებულ ინვენტარსაც ღებულებს: „ათასწლეულის ფონდი და განათლების სამინისტრო ახალ ინვენტარს გვიგზავნის. 400 მერხი უკვე მივიღეთ, დანარჩენსაც ველოდებით“.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება. ამიტომ აღნიშნული სასწავლებლის მოსწავლეები იმ სკოლებში გააგრძელებენ სწავლას, სადაც პირველი სკოლის წარმომადგენლები ამ დრომდე იყვნენ.

„დაწყებითი კლასები მეექვსე საჯარო სკოლაში მივლენ, დანარჩენები კი მესამეში. ორივე სკოლაში ძალიან კარგი სამუშაო პირობებია და ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის“, – აცხადებს ჟუჟუნა გოგოლაური და ამატებს, რომ პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად არიან, – „სასწავლო გეგმა შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან. შერჩეულია დამრიგებლები, განაწილებულია საათები“.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყების ცერემონიას, მესამე სკოლაში გაიმართება თუ მეექვსეში, ეს ჯერ აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციასთანაა შესათანხმებელი.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლა 15 სექტემბერს 106 პირველკლასელს მიიღებს.

რაც შეეხება შეკითხვას, როდის შეძლებს პირველი სკოლა განახლებულ შენობაში სასწავლო პროცესის განახლებას, გოგოლაური გვპასუხობს: „ამის შესახებ განათლების სამინისტროს უკვე მივწერეთ და პასუხი ჯერ არ გვაქვს მიღებული“.

შეგახსენებთ, შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 2015 წლის 19 ნოემბერს მოეწერა ხელი.

ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
სწავლა სხვის სკოლაში
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა