FM97.5 / LIVE

პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.09.2016
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX–ი სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს აცხადებს. შერჩეული მონაწილეები ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ისწავლიან;

პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
პროგრამა FLEX–ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 15–17 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ ამერიკულ კულტურასა და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მეშვეობით გაეცნონ.

პროგრამის მონაწილეების შესარჩევად, სპეციალური ტესტირება ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, სხვადახვა დროს გაიმართება. შესარჩევი ტური სამცხე–ჯავახეთში სამ ქალაქში ჩატარდება:

ახალციხე, N5 საჯარო სკოლა – 12 ოქტომბერი, 10:00 საათი;

ბორჯომი, N 3 საჯარო სკოლა – 10 ოქტომბერი, 10:00 საათი;

ნინოწმინდა, N 1 საჯარო სკოლა – 10 ოქტომბერი,10:00 საათი;

მარნეული, N 5 საჯარო სკოლა – 21 სექტემბერი, 10:00 საათი;

თელავი, N 7 საჯარო სკოლა – 24 სექტემბერი, 10:00 საათი;

რუსთავი, N 4 საჯარო სკოლა – 26 სექტემბერი, 10:00 საათი;

გორი, N 3 საჯარო სკოლა – 27 სექტემბერი, 10:00 საათი;

ბათუმი, N 10 საჯარო სკოლა – 1 ოქტომბერი, 10:00 საათი;

ქუთაისი, N 3 საჯარო სკოლა – 1 ოქტომბერი, 10:00 საათი;

ზუგდიდი, N 1 საჯარო სკოლა – 3 ოქტომბერი, 10:00 საათი;

თბილისი, ამერიკული საბჭოების ოფისი (მხოლოდ შშმ მოსწავლეთათვის) – 19 ოქტომბერი, 10:00 საათი;

თბილისი, N 55 საჯარო სკოლა – 22 ოქტომბერი, 10:00 საათი;

კონკურსანტებს ტესტირების გავლა ერთ–ერთ ცენტრში შეუძლიათ. მათ თან უნდა იქონიონ:
•დაბადების მოწმობა ან პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
•ერთი ფოტოსურათი ზომით 3X4
•საწერი კალამი

კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება:

•ინგლისურის მოკლე ტესტი
•თემები ინგლისურად
•ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება.

2015-2016 წლებში, FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში 800 სტუდენტი ჩაირიცხა და მათ შორის 80 ქართველი. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც. FLEX-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთის 7 სკოლაში 20 ვაკანტური ადგილია
ახალქალაქის საჯარო სკოლები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან