FM97.5 / LIVE

1200 საქმე ამნისტიის შესახებ

მთავარისამართალი 28.01.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის გამოყენების შესახებ 1200 საქმე შევიდა

1200 საქმე ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ კანონით ყველას, ვინც 2 ოქტომბრამდე დანაშაული ჩაიდინა სასჯელი ერთი მეოთხედით უმცირდება.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 51 პატიმარი უკვე გაათავისუფლა.

- ”დაახლოებით 200 საქმეა კიდევ შემოსული პატიმრების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და რამდენიმე თვეში ზოგიერთი პატიმარი შესაძლოა კიდევ გათავისუფლდეს”, - ამბობს ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი.

1200 საქმიდან სასამართლოში ყველაზე მეტი საქმე პრობაციიდან შევიდა. ახალციხის რაიონული სასამართლო 900-მდე პრობაციონერის საქმეს განიხილავს. ჯეირანაშვილის თქმით, ბევრი საერთოდ გათავისუფლდება როგორც პირობითი მსჯავრისგან, ასევე გამოსაცდელი ვადისგან.

ახალციხის სასამართლო განიხილავს ძებნილი პირების საქმეებსაც, ასეთი სულ 60-მდე საქმეა.

- ”პოლიტდევნილად აღიარეს სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძეც, შესაბამისად, ჩვენ ის გავათავისულფეთ სასჯელისაგან”, -აცხადებს ჯეირანაშვილი.

მოსამართლის განმარტებით, ამნისტია არ ეხება იმ პირებს, ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი: ”ასეთი ჩვენ ერთი პირის საქმე გვაქვს, მან სამი მესაზღვრე მოკლა”.

ახალციხის სასამართლოს აღნიშნული საქმეების განსახილველად საქმეების ნაწილზე 2-თვიანი, ნაწილზე კი 4-თვიანი ვადა აქვს.

- ”გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა 2-თვიანი, თაღლითობაზე კი 4-თვიანი ვადა, გვაქვს. მაგრამ თუ დაზარალებული უარს იტყვის, ასეთ შემთხვევებში მას ამნისტია მაინც შეეხება და ერთი მეოთხედით სასჯელი შეუმსუბუქდება”, - განმარტავს ჯეირანაშვილი და ამატებს, რომ თუ გასათავისუფლებელი, ციხეზეა და ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირების შემთხვევაში სულ თავისუფლდება, მას 4 თვე ლოდინი არ მოუწევს, ის გათავისუფლებული მალევე იქნება.

იმისთვის რომ საქმეების განხილვა გაწერილ ვადაში მოესწროს, როგორც ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, თითქმის 24 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
ახალციხის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ იკლო
სასამართლო სტატისტიკა - გაორმაგებული საქმეები
რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 2018 წელს ახალციხის სასამართლომ
ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა