FM97.5 / LIVE

ბიბლიოთეკა ნაკლები წიგნითა და მკითხველით

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.01.2013
ნინოწმინდის ბიბლიოთეკებში რამდენიმე პრობლემაა: ცივი ზამთარი სათანადო გათბობის გარეშე, მცირე ხელფასები, მძიმე პირობები და ცოტა წიგნი და მკითხველი

ბიბლიოთეკა ნაკლები წიგნითა და მკითხველით

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ყოველწლიურად ამ მიზნით 60 ათასი ლარი იხარჯება, საიდანაც 58 ათასი სახელფასო ფონდისაა, დარჩენილი 2,000 კი გათბობისა და სხვა ხარჯებისთვის. ბიბლიოთეკის თანამშრომლების საშუალო ხელფასი თვეში 150 ლარია.

ქალაქ ნინოწმინდაში 2 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, საბავშვო და მთავარი, სოფლებში კი სულ 16 ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკებში 38 ადამიანი მუშაობს, აქედან სოფლებში 18, ხოლო ქალაქის ბიბლიოთეკებში 20 თანამშრომელია.

სოფლის ბიბლიოთეკები ზამთარში ძირითადად დაკეტილია.

- „ძალიან ცივა, გათბობის არქონის გამო ძირითადად დაკეტილები ვართ. სულ რომ არ ვიმუშაოთ, არ გამოდის, ამიტომ დღეში ერთ ან ნახევარ საათს ვიხსნებით“, - ამბობს ბიბლიოთეკების დირექტორი ცოხიკ ისპირიანი.

ბავშვთა ბიბლიოთეკა ელექტროენერგიით თბება. შენობის იატაკი ბეტონისაა, ამიტომ ცუდად თბება, ოთახებში სოკო ამოდის, რაც თანამშრომელთა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს და წიგნებსაც აფუჭებს.

ნინოწმინდის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები არა მხოლოდ სიცივესა და მძიმე პირობებს უჩივიან, არამედ პატარა ხელფასსაც.

ბიბლიოთეკების დირექტორის ცოხიკ ისპირიანის თქმით, მუშაობენ, როგორც შეუძლიათ, დროდადრო კულტურულ ღონისძიებებსაც კი აწყობენ. ბოლო ასეთი ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართული პოეტესა ნაზელი ნაირისადმი მიძღვნილი საღამო იყო.

ბიბლიოთეკებმა ბოლოს სომხური წიგნები 2000 წელს მიიღეს სომხეთიდან, საქართველოდან კი ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯამში 2700 ლარის ღირებულების ქართულენოვანი წიგნები მიიღეს. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლების განძასა და გონდურას ბიბლიოთეკებს 2 კომპიუტერი და ავეჯი აჩუქა. ლიტერატურულმა ორგანიზაცია „ვერნატუნმა“ ბიბლიოთეკებს 3 პოეტური კრებულის 11-11 ეგზემპლარი გადასცა. ბიბლიოთეკაში შესვლისას, სხვა ძველ წიგნებს შორის, თვალში სწორედ ეს რამდენიმე ახალი წიგნი გხვდება.

ბიბლიოთეკების თანამშრომელთა თქმით, წიგნმა მნიშვნელობა და წონა დაკარგა. ნინოწმინდაში მკითხველები ძირითადად საბავშვო ბიბლიოთეკებს ყავს, რადგან მოსწავლეებს სასკოლო წიგნები ჭირდებათ. ასევე ხანდახან პენსიონერიც შეიძლება შემოვიდეს, დანარჩენად კი მკითხველი ძალიან ცოტაა.

ჩვენ მოქალაქეებს მივმართეთ კითხვით, დადიან თუ არა ბიბლიოთეკაში და ბოლოს რა წიგნი წაიკითხეს. ძირითადად, ახალგაზრდები გამოვკითხეთ და ზოგიერთ საინტერესო კომენტარს გთავაზობთ.

- „ჩვენ რა ბიბლიოთეკა გვაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ბიბლიოთეკით ბავშვობაში ვსარგებლობდი. ახლა ოჯახურ ბიბლიოთეკას ვიყენებ“, - გვითხრა ერთმა.

- „არა, ბიბლიოთეკაში არ დავდივარ. საჭირო წიგნებს ჩემს სახლში ან ნათესავებთან ვპოულობ. ბოლო წიგნი, რაც წავიკითხე, სამოქალაქო პასუხისმგებლობას ეხებოდა“, - ამბობს მეორე გამოკითხული.

- „სკოლის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ერთი წიგნი წავიკითხე, ალექსანდრე დიუმა. კითხვის დრო არ მაქვს“, - გვიპასუხა მესამე რესპონდენტმა.

პატარა ედგარმა კი გვითხრა, რომ ხშირად დადის საბავშვო ბიბლიოთეკაში: ”ვკითხულობ წიგნებს, რომლებსაც მასწავლებლები მავალებენ, მაგრამ ძალიან მიყვარს სათავგადასავლო წიგნების კითხვა. ამაზე მეტად კი პუშკინის ზღაპრები მიყვარს“.

[აღუნიკ აივაზიანი, ნინოწმინდა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
ახალციხის ბიბლიოთეკები ახალი წიგნებისა და ახალგაზრდა მკითხველის გარეშე
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა