FM97.5 / LIVE

„ქართული ოცნების“ დროშა ანდის სკოლაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.09.2016
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ სოფელ ანდაში, სკოლაზე პარტიული დროშა დაამაგრეს;

„ქართული ოცნების“  დროშა ანდის სკოლაზე

დღეს, 2 სექტემბერს მოქალაქემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდის სკოლის ფოტო მიაწოდა, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის შესასვლელ კართან „ქართული ოცნების“ დროშაა გამოკიდებული.

ანდაში მოქმედი სკოლა, არასრულია და ანდრიაწმინდის საჯარო სკოლას ეკუთვნის. როგორც ანდის დაწყებითი კლასების ერთ–ერთი მასწავლებელი ქეთევან ქიმერიძე ამბობს, ორი დღის წინ სოფელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ: „დროშებიც დაურიგებიათ. ჩვენი პედაგოგები იყვნენ გუშინ სკოლაში და იქ გამოკრული არაფერი იყო, ალბათ დღეს გააკეთეს“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ სოფელ ანდაში ნამდვილად იყვნენ და დროშებიც დაარიგეს, ამას „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელძღვანელი გიორგი გვარამაძეც გვიდასტურებს. თუმცა იმას, რომ სკოლაზე სააგიტაციო მასალა გააკრეს კატეგორიულად უარყოფს: „ამას ალბათ ვინმე ჩვენი არაკეთილისმოსურნე გააკეთებდა, თორემ არცერთი ჩვენიანი ამას არ იზამდა“.

იურისტების განცხადებით, სკოლაში პოლიტიკური აგიტაცია იკრძალება და ამ შემთხვევაში ზოგადი განათელბის შესახებ კანონი ირღვევა: „პარტიული დროშის სკოლაში დამაგრება პოლიტიკური აგიტაციაა და ეს კანონდარღვევაა. ადმინისტრაცია ვალდებულია სააგიტაციო ხასიათის მასალა სკოლიდან მოხსნას“.

მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციასთან ვითარების გარკვევა სცადა, პედაგოგებმა, როგორც სატელეფონო საუბარში განაცხადეს, სკოლის შესასვლელიდან დროშა ჩამოხსნეს. მათი ვარაუდით, სააგიტაციო მასალა სასწავლებლის კართან ბავშვებმა დაამაგრეს.

„სკოლა აპოლიტიკურია, ასეთი რამ ჩვენთან არასდროს ყოფილა“, – ამბობს ანდრიაწმინდის სკოლის დირექტორი ლამზირა ხაჩიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს
'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის
რატომ ესწრებოდნენ მარგველაშვილის შეხვედრას თისელის სკოლის პედაგოგები
ღია გაკვეთილი 'ქართული ოცნების' დროშებით