"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE
მთავარი » ხმა სოფლიდან–რადიო
ხმა სოფლიდან: თორი – წინაპართა ნასახლარზე [Audio]

ხმა სოფლიდან: თორი – წინაპართა ნასახლარზე [Audio]

26.05.2017 -
სოფელი თორი – თამარ მეფის "სადარბაზო ქალაქი"; ისტორიული წარსულით, თორმეტი ნაეკლესიარით, შემორჩენილი ცხრა ოჯახითა და ერთადერთი მცირეწლოვნით – მოისმინეთ თინათინ ზაზაძის რუბრიკაში "ხმა სოფლიდან"
ხმა სოფლიდან: ეშტია - უძველესი სოფელი [Audio]

ხმა სოფლიდან: ეშტია - უძველესი სოფელი [Audio]

22.05.2017 -
ნინოწმინდის სოფელ ეშტიას მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. სოფლის შესახებ ინფორმაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით თარიღდება. მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს, თუმცა მათი უმრავლესობა სამუშაოდ უცხოეთში დადის.
ხმა სოფლიდან: ტატანისი – დაცლილი სოფელი [Audio]

ხმა სოფლიდან: ტატანისი – დაცლილი სოფელი [Audio]

16.05.2017 -
ტატანისი ახალციხის თემის სოფელია. იგი ყოველწლიურად მცხოვრებლებისგან იცლება. დაკეტილი სახლები და კარზე დადებული ბოქლომები აქ უკვე აღარავის უკვირს. ამის მიზეზად ადგილობრივები უმუშევრობასა და უგზოობას ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდებს სოფელში დარჩენა არ უნდათ.
ხმა სოფლიდან: ყულალისის მარტოხელა ქალები [Audio]

ხმა სოფლიდან: ყულალისის მარტოხელა ქალები [Audio]

15.05.2017 -
ანნმან სარქისიანი და შოგან ხაჩატური სოფელ ყულალისში მცხოვრები მარტოხელა ქალები არიან. მათი ცხოვრება მძიმეა. 93 და 83 წლის ქალები ყოველდღიურ სოციალურ პრობლემებს მარტო უმკლავდებიან.
'ხმა სოფლიდან' – მრავალშვილიანი ოჯახი მომავლის იმედით [Audio]

'ხმა სოფლიდან' – მრავალშვილიანი ოჯახი მომავლის იმედით [Audio]

09.05.2017 -
ნატალია ჩუჩმაევა, ოთხი არასრულწლოვანი ბავშვით, ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობს. იგი ფერმაში მუშაობს, ყოველდღიურად 9 ძროხას წველის და თვეში 75 ლარს იღებს. მისი ხელფასი მხოლოდ ზაფხულში იზრდება, მაშინ, როცა ცხოველთა წველადობა მატულობს.
"ხმა სოფლიდან" – როცა მეზობლების იმედად ცხოვრობ [Audio]

"ხმა სოფლიდან" – როცა მეზობლების იმედად ცხოვრობ [Audio]

05.05.2017 -
გიულნაზარ აბგარიანი, შვილთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება – 100 ლარია, რომელიც დედა–შვილს თვითიდან თვემდე თავის გასატანად არ ჰყოფნის.
ხმა სოფლიდან: თერაპევტი 40 წლიანი გამოცდილებით [Audio]

ხმა სოფლიდან: თერაპევტი 40 წლიანი გამოცდილებით [Audio]

02.05.2017 -
როზა ასლანიანი 40 წელია ნინოწმინდის მცხოვრებლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სამედიცინო განათლება მან ერევანში მიიღო, რის შემდეგაც კვლავ ნინოწმინდაში დაბრუნდა და საყვარელი საქმის კეთება დაიწყო. 63 წლის თერაპევტი მოსახლეობაში ნდობით სარგებლობს.
ხმა სოფლიდან: ცხოვრება მესხურ ოდაში [Audio]

ხმა სოფლიდან: ცხოვრება მესხურ ოდაში [Audio]

25.04.2017 -
გაიცანით ელენე და დურმიშხან ასპანიძეები, სოფელ საროდან. ისინი დღემდე ძველ, დარბაზული ტიპის სახლში ცხოვრობენ. მათი მესხური ოდა ახლაც ისეთია, როგორიც ოდითგან, აშენების დროს ერთ მხარეს საქონლის სადგომია, მეორე მხარეს – საცხოვრებელი.
ხმა სოფლიდან: ანტარამ აბრამიანი – 85 წლის მარტოხელა [Audio]

ხმა სოფლიდან: ანტარამ აბრამიანი – 85 წლის მარტოხელა [Audio]

24.04.2017 -
85 წლის ანტარამ აბრამიანს ოჯახი არა ჰყავს. იგი ნინოწმინდის სოფელ ეშტიაში მარტო ცხოვრობს. მოხუცი მხოლოდ პენსიის 160 ლარზეა დამოკიდებული, რადგან სხვა შემოსავალი არა აქვს. 2012 წლიდან მას სოცილური დამხარებაც შეუწყდა.
ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

18.04.2017 -
ქვის ფურნეში გამომცხვარი მესხური პური და ეზოში, ცეცხლზე, თუჯის ქვაბით, შესაღებად შედგმული კვერცხი – სოფელ ანდრიაწმინდაში, ინასარიძეების ოჯახი ერთ–ერთია მათ შორის, ვინც სააღდგომო სამზადისის მესხური ტრადიციები დღემდე შემოინახა.
'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

14.04.2017 -
ოლესია პერევერზევის რთული ცხოვრება აქვს. ის ორ არასრულწოლოვან ბავშვთან და ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს. მძიმე პირობების და სამუშაოს არ ქონის გამო, საცხოვრებლად სოფელ გორელოვკიდან ნინოწმინდაში, ნაქირავებ ბინაში, გადავიდა.
ცხოვრება მხოლოდ პენსიით [Audio]

ცხოვრება მხოლოდ პენსიით [Audio]

10.04.2017 -
ტარიელ აივაზიანის ოჯახი ნინოწმინდის სოფელ თორიაში ცხოვრობს. მათ მძიმე სოციალური პირობები აქვთ. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. შემოსავლის ერთადერთი წყარო ტარიელის, როგორც შშმ პირის პენსიაა. პატარა მეურნეობას კი ასევე მძიმედ დაავადებული დიასახლისი, ტარიელის მეუღლე უძღვება.
"ხმა სოფლიდან": თოკი – ქვებში შემონახული ისტორია [Audio]

"ხმა სოფლიდან": თოკი – ქვებში შემონახული ისტორია [Audio]

07.04.2017 -
ახალქალაქის პლატოზე გაშლილი უძველესი და ულამაზესი სოფელი, დანგრევის პირას მყოფი მიწური სახლები და ადგილობრივების ერთი დღე – დასახლება, სადაც მხოლოდ 12–მდე ოჯახი ცხოვრობს. ნახეთ თიკო ზაზაძის რეპორტაჟი სოფელ თოკიდან.
ნინოწმინდელი ლაურა ვარჯაპეტიანი სტერეოტიპებს ამსხვრევს [Audio]

ნინოწმინდელი ლაურა ვარჯაპეტიანი სტერეოტიპებს ამსხვრევს [Audio]

03.04.2017 -
"მთავარი გონიერება და პასუხისმგებლობაა, მნიშვნელობა არ აქვს შენს სქესს, ყოველთვის და ყველგან შეიძლება იმუშაო" – ამბობს ლაურა ვარჯაპეტიანი ნინოწმინდიდან, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობდა, მაშინ, როდესაც ქალის მუშაობა ნინოწმინდაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო.
Жестянотворец из Ниноцминды [Audio]

Жестянотворец из Ниноцминды [Audio]

31.03.2017 -
76 летний житель города Ниноцминда Баграт Григориевич Какосян 68 лет занимается жестяным делом,а занимается он со второго класса. Все знания по данному делу передал ему его отец Григорий Какосян.
"ხმა სოფლიდან" – მიქელწმინდის ბერძნები [Audio]

"ხმა სოფლიდან" – მიქელწმინდის ბერძნები [Audio]

24.03.2017 -
ახალციხის სოფელი მიქელწმინდა 22 სომხური და 3 ბერძნული ოჯახით არის დასახლებული. ბერძნები აქ 1824 წელს, თურქეთიდან გადმოუსახლებიათ. ორი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები უკვე წლებია კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა – მოისმინეთ თიკო ზაზაძის რეპორტაჟიდან.
Жизнь продолжается [Audio]

Жизнь продолжается [Audio]

17.03.2017 -
У Пайлака маленький бизнес в центре города, имеет маленький столик, где и торгует семенами зелени,специями и продуктами.
ავტობუსი "ადიგენი–სოხუმი" [Audio]

ავტობუსი "ადიგენი–სოხუმი" [Audio]

06.03.2017 -
"ხმა სოფლიდან": სოფელი ნაქურდევი [Audio]

"ხმა სოფლიდან": სოფელი ნაქურდევი [Audio]

20.02.2017 -
დღეიდან, ყოველ ორშაბათს, 13:00 საათზე რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში აუდიო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. რუბრიკა "ერთი სოფლის ხმა" ამბებს სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან მოგიყვებათ.