სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE
მთავარი » სთორიბილდერი
როცა წამები საათებად გეჩვენება [Photo/Video]

როცა წამები საათებად გეჩვენება [Photo/Video]

05.10.2017 -
ეს არის მასალა იმის შესახებ, როგორ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარები სამსახური, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ავტოპარკის პრობლემა და შესაბამისად, აგვიანებდა გამოძახებებზე მისვლას ან ვერ აუდიოდა.
სპორტი ხელშეწყობის გარეშე [Photo/Video]

სპორტი ხელშეწყობის გარეშე [Photo/Video]

04.10.2017 -
ქალაქ ახალციხეში, ფინანსური ხელშეწყობა სპორტის მხოლოდ იმ სახეობებს აქვთ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე, როგორც ააიპ–ები ისე ჩამოყალიბდა. ის სპოტული ჯგუფები კი, რომლებიც ასობით მოყვარულ ახალგაზრდასა და საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხავა წარმატების მქონე პროფესიონალ სპორტსმენს აერთიანებს, დაფინანსების გარეშე რჩება.
ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]

25.09.2017 -
ასპინძის 23 სოფელს 6 ექიმი 17 ექთანი ემსახურება, ამბულატორია კი მხოლოდ 7 სოფელშია და ამათგან, კეთილმოწყობილი მხოლოდ ერთი.
მესხი მეღვინე [Photo/Video]

მესხი მეღვინე [Photo/Video]

14.09.2017 -
ვაზის უძველესი, მესხური ჯიშების მოძიება დაახლოებით 15 წლის წინ, 17 წლის, ახალსკოლადამთავრებულ გიორგის, მამამ შესთავაზა. იფიქრა, რომ იდეა უტოპიური იყო, მაგრამ მამისთვის უარი არ უთქვამს. ერთ დღეს კი მიხვდა, რომ ვაზის სიყვარულით „მოიწამლა“...
შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]

შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]

12.09.2017 -
40 წელია ზაირა გავაშელს, არა ერთ ოჯახში ელიან. ჭეჭლას საექიმო ამბულატორიის მედდა ერთადერთია 7 სოფელში, რომელიც სასწრაფოს ან ამბულატორიის ექიმის გამოჩენამდე ეიმედებათ. ამიტომ თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდება, ზაირა ექთანთან რეკავს.
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]

23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]

01.09.2017 -
23 წლის მინდია შაინიძემ ადიგენში, სოფლად მცხოვრები ბავშვებისათვის, სპორტულ – საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა. 70 მოზარდი აქ ყოველდღიუად ჭიდაობასა და ინგლისურ ენას სწავლობს. იდეა საქველმოქმედოა, დევიზი უცვლელი – ყველაფერი უსასყიდლოდ!
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]

სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]

28.08.2017 -
მარგო ჩახოიანი ნინოწმინდაში, სოფელ სათხაში ცხოვრობს. დაახლოებით ორი ათეული წელია, რაც ამ სოფელში გათხოვდა. ამბობს, რომ მაშინ ერთდროულად მისი ორი ცხოვრება დაიწყო – ცხოვრება, სადაც მარტო აღარ უნდა ყოფილყო და ცხოვრება, სადაც სინამდვილეში, მეტწილად მარტოა.
დერეფანი [Photo/Video]

დერეფანი [Photo/Video]

01.08.2017 -
ჯავახეთში დიდხანს არავინ ჩერდება. ადამიანები აქ სახლებს ტოვებენ ან პირიქით,მოდიან, რომ სახლი იპოვონ.
ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]

ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]

31.07.2017 -
საბა ბურდული და ანანო ბერიძე სოფელ ანდის სკოლის მოსწავლეები არიან. საბა მეორე, ანანო კი მესამე კლასშია. მათ გარდა ამ სკოლაში კიდევ ორი მოსწავლეა. ანდაში ამბობენ, რომ სოფელი იცლება და მოსწავლეების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, წელს, ანდის სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.
სოფელი წყალზე [Photo/Video]

სოფელი წყალზე [Photo/Video]

24.07.2017 -
ბორჯომში, სოფელ დგვარში, სადაც ერთ დროს 348 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 60 შემორჩა. დამეწყრილ სოფელში ათეულობით სახლია დანგრეული. აქ დარჩენილების უმრავლესობა ხანდაზმულია და ისინიც იმის შიშით ცხოვრობენ, რომ ერთ დღეს მათი სახლებიც დაინგრევა.
ქალაქი ძაღლების  ტყვეობაში  [Photo/Video]

ქალაქი ძაღლების ტყვეობაში [Photo/Video]

28.06.2017 -
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ “ქალაქში იმდენი ძაღლია, რამდენიც საკვები“ და ეს დაუწერელი კანონია . თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ ახალციხეში. უპატრონო ძაღლებს აქ ქალაქის ყველა უბანში შეხვდებით.
ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]

ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]

27.06.2017 -
ორი თვის განმავლობაში, ახალციხეში ორი ხანძარი მოხდა, რომლის შედეგადაც 8 სახლის სახურავი დაიწვა. ოჯახებმა ათასობით ლარის ზარალი მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი მათ მიზერული თანხებით დაეხმარა.
ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]

31.05.2017 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 დასახლებიდან, საბავშვო ბაღი, მხოლოდ 13 სოფელშია, რითაც ახლომდებარე 22 სოფელი სარგებლობს. დანარჩენი 24 სოფლის ასობით ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.