20.02.2019 - დღეს, 20 თებერვალს, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეორედ შეიტანენ.
19.02.2019 - ახალციხეში, ასპინძის ქუჩზე გარდაცვლილი 31 წლის ქალის ოჯახის წევრებს ექსპერტიზის პასუხი გააცნეს, თუმცა დედა ექსპერტებს არ ენდობა.
19.02.2019 - დღეს, 19 თებერვალს, ახალქალაქი–ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. შემთხვევის შედაგად 50 წლამდე კაცი დაშავდა.
19.02.2019 - ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსშია დაგეგმილი. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
15.02.2019 - სამართალდამცავებმა, ახალქალაქში, 30 წლის ქალის მოტაცებაში მონაწილეობის ბრალდებით მეხუთე პირი დააკავეს. ხუთი დაკავებულიდან ოთხი ბრალს აღიარებს.
15.02.2019 - ცხრადღიანი მკურნალობის მიუხედავად, ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი, "გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15.02.2019 - ახალქალაქში 30 წლის ქალის მოტაცების გამო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
15.02.2019 - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ "კეთილმოწყობის" სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვისა და ორი ელექტრიკოსის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა.
15.02.2019 - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
14.02.2019 - ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გია ბერაია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა.
14.02.2019 - ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა დენის ბოძი, რის გამოც 800–მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
12.02.2019 - გოგონა, რომელიც თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობდა, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მას სკოლაში აბულინგებდნენ. გოგონას დედის განცხადების საფუძველზე აღნიშნულს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობდა, თუმცა მოსწავლის მიმართ ჩაგვრის ფაქტი არ დადასტურდა.
12.02.2019 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
12.02.2019 - დღეს, 12 თებერვალს ბორჯომი–თბილისის სამგზავრო მატარებელს „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედაგად მსუბუქი მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
11.02.2019 - სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიერ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე ჯერ არ დადგენილა, თუ ვის ეკუთვნის ფეისბუქის ის გვერდი, რომელთანაც დეპუტატს მიმოწერა ჰქონდა.
11.02.2019 - დღეს, 11 თებერვალს, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია „ბეკო“ გაქურდეს. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.
11.02.2019 - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
09.02.2019 - საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი“ და "კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების ხელბარგში 500 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ნახეს.
08.02.2019 - ბაკურიანში, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. დაშავებულები დამსვენებლები არიან. მათი მდგომარეობა მძიმეა.
07.02.2019 - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს. დაშავებული ახალციხის მკვიდრია. მეზობლების თქმით, მან სხეულზე დაზიანებები დანით თავად მიიყენა. ფაქტს შსს იძიებს.