FM97.5 / LIVE
აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს

აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს

21.06.2019 -
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მათ კლინიკაში დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა.
ექიმი: პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

ექიმი: პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

21.06.2019 -
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა.
ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა

ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა

21.06.2019 -
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებენ. მათი მოთხოვნაა თანამდებობები დატოვონ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თამჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

21.06.2019 -
რუსთაველის გამზირზე დღეს, 21 ივნისს, დილის 8:00 საათიდან საავატომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო

21.06.2019 -
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს აკავებენ. დემონსტრანტები რუსთაველზე არსებულ ინფრასტრუქტურას და ქუჩაზე მდგარ ავტომანქანებს აზიანებენ. პერიოდულად, მათ სამართალდამცველები აკავებენ.
პრემიერი: 'არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის წევრებს'

პრემიერი: 'არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის წევრებს'

21.06.2019 -
ქართულმა ოცნებამ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მომხდარ ფაქტზე მყისიერად იმოქმედა — შეწყდა ფორუმი და რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი.
აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს [ვიდეო]

21.06.2019 -
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი აგრძელებს დემონსტრანტების დარბევას. სპეცრაზმელებმა მჯდომარე აქციის მონაწილეებს გადაუარეს.
პარლამენტთან აქციას წყლის ჭავლით შლიან [ვიდეო]

პარლამენტთან აქციას წყლის ჭავლით შლიან [ვიდეო]

21.06.2019 -
პარლამენტთან აქციას წყლის ჭავლით შლიან. ვითარება რუსთაველის გამზირზე წინ უკიდურესად დაძაბულია.
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული

21.06.2019 -
"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, აქციის დარბევისას თბილისში, პარლამენტთან პოლიციისგან ნასროლი რეზინის ტყვიებით, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული.
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება

ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.06.2019 -
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
საპატრიარქო: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს'

საპატრიარქო: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს'

21.06.2019 -
პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.
პარლამენტის შენობასთან  დაპირისპირება გრძელდება [ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება გრძელდება [ვიდეო]

21.06.2019 -
აქტივისტებმა სპეცრაზმელების მისამართით კვლავ დაიწყეს ბოთლების სროლა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან კვლავ რეაგირება მოჰყვა. ისინი ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს ისვრიან.
აქციაზე რეზინის ტყვიებს ისვრიან –არიან დაშავებულები [ვიდეო]

აქციაზე რეზინის ტყვიებს ისვრიან –არიან დაშავებულები [ვიდეო]

21.06.2019 -
პარლამენტის წინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების მანქანები.
შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

21.06.2019 -
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი გაუშვა [ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი გაუშვა [ვიდეო]

21.06.2019 -
პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი გაუშვა. დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ თვალები ეწვით და სუნთქვა უჭირთ.
ნინო ლომჯარია - აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

ნინო ლომჯარია - აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

20.06.2019 -
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოვუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება.
პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა

20.06.2019 -
პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ასევე ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.
გახარია - პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გახარია - პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

20.06.2019 -
შს მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. მისი თქმით ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ

20.06.2019 -
პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპეცრაზმს ფარებს ართმევს.
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა

20.06.2019 -
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია.