FM97.5 / LIVE
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

19.05.2019 -
დღეს, 19 მაისს ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]

ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]

19.05.2019 -
ასპინძის რაგბის ბაზამ აფხაზეთიდან დევნილ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და ზუგდიდის უმაღლესი საფესტივალო ასაკის მორაგბეებს უმასპინძლა. სარაგბო ფესტივალში მონაწილეობა 250-მდე მორაგბემ მიიღო.
ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს

ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს

19.05.2019 -
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, ნინოწმინდის ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენის გარეშე 550 აბონენტია დარჩენილი.
ახალციხეში ნარდში მოყვარულთა ჩემპიონატი ჩატარდა

ახალციხეში ნარდში მოყვარულთა ჩემპიონატი ჩატარდა

19.05.2019 -
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივით, ნარდში მოყვარულთა ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობა 16–მა მსურველმა მიიღო.
15:00 საათის მონაცემები აბასთუმნის საარჩევნო უბანზე

15:00 საათის მონაცემები აბასთუმნის საარჩევნო უბანზე

19.05.2019 -
აბასთუმანში საარჩევნო უბანზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 42,8 % –იანი აქტივობა დაფიქსირდა.
‘ძალიან გვთხოვეს საკრებულოდან და წამოვყევით’– ამომრჩევლები უბანზე არლის რწმუნებულმა მიიყვანა

‘ძალიან გვთხოვეს საკრებულოდან და წამოვყევით’– ამომრჩევლები უბანზე არლის რწმუნებულმა მიიყვანა

19.05.2019 -
მერის წარმომადგენელმა სოფელ არალში, დავით აკოფაშვილმა სამი თანასოფლელი, რომლებიც აბასთუმანში არიან რეგისტრირებული საარჩევნო უბანზე მანქანით მიიყვანა.
12:00 საათის მონაცემებით, აბასთუმნის უბანზე  ამომრჩეველთა 23%  მივიდა

12:00 საათის მონაცემებით, აბასთუმნის უბანზე ამომრჩეველთა 23% მივიდა

19.05.2019 -
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 260–მა ამომრჩეველმა მიიღო. ამ დრომდე უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
ამომრჩევლის აქტივობა აბასთუმანში  10:00 საათისთვის

ამომრჩევლის აქტივობა აბასთუმანში 10:00 საათისთვის

19.05.2019 -
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე 10:00 საათისთვის 105 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 9.3% –ია.
დეპუტატობის კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ  ხმა მისცა [ვიდეო]

დეპუტატობის კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ ხმა მისცა [ვიდეო]

19.05.2019 -
„ქართული ოცნების“ კანდიდატი N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე, 09:00 საათისათვის ოჯახთან ერთად მივიდა.
აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების ფოტოებიანი სიებით დგანან [ფოტო/ვიდეო]

აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების ფოტოებიანი სიებით დგანან [ფოტო/ვიდეო]

19.05.2019 -
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ავტომობილში მყოფი ადამიანები, ფოტოებიანი საარჩევნო სიების მეშვეობით, ამოწმებენ უბანზე ვინ მივიდა და ვინ არა.
აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ადიგენის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან

აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ადიგენის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან

19.05.2019 -
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უბნის გახსნის შემდეგ მივიდნენ.
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა

N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა

19.05.2019 -
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის N2 აბასთუმნის უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. დღეს, 19 მაისს ადგილობრივები ადიგენის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
ვარძიაში ვიზიტორთა  ცენტრი გაიხსნა

ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18.05.2019 -
დღეს, 18 მაისს ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც შშმ პირებისათვის ადაპტირებული ვირტუალური სივრცე და კლდეში ნაკვეთი ძეგლების საგამოფენო ოთხი მოეწყო.
‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

18.05.2019 -
ახალციხის მერიის ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეები გააფრთხილეს, იმ შემთხვევაში თუ ისინი ტროტუარზე გასაყიდად დაწყობილ პროდუქტებს დასაშვებ ნორმაზე წინ დააწყობენ, დაჯარიმდებიან.
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

18.05.2019 -
19 მაისს, შუალედური არჩევნები გაიმართება, N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის N2 აბასთუმნის უბანზე. ადგილობრივები ადიგენის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

18.05.2019 -
აბასთუმანში საკრებულოს შუალედური არჩევნები, ხვალ 19 მაისს ჩატარდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილე ცხრა კანდიდატიდან, ისინი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მის საარჩევნო პროგრამას იცნობენ. დაბის ქუჩებშიც მარტო „ოცნების“ პლაკატებია გამოკრული.
ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

18.05.2019 -
დღეს, 18 მაისს ახალციხეში ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა ცენტრალური პარკიდან, ‘ახალციხის ციხემდე’ დროშებით მსვლელობა გამართეს.
არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

18.05.2019 -
19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორც დედაქალაქში, ისე სხვადასხვა რეგიონში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა

მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა

18.05.2019 -
მინი ფეხბურთში ფინალური თამაში, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს რეგიონის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი ადიგენის გუნდმა მოიპოვა.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18.05.2019 -
დღეს, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში კი ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართება.