01.02.2019 - ახალციხის ბაღების გაერთიანებამ, ახალციხეში გაზის მიმწოდებელ კომპანია „ინტერგაზს“ მიმართა და იმ ბაღებში, სადაც აღსაზრდელები ბუნებრივი აირით თბებიან, გაყვანილობების შემოწმება სთხოვა.
01.02.2019 - გამოსაშვები გამოცდების მოხსნას ახალციხეში მასწავლებლების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი აქცენტს მოსალოდნელ საფრთხეებზე აკეთებს და ამბობს, რომ ასე შესაძლოა, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწიოს.
01.02.2019 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი რუსეთის პატრიარქს ინტრონიზაციიდან 10 წლისთავს ულოცავს.
01.02.2019 - დღეს, პირველ თებერვალს, ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე მცხოვრები მაღრაძეების სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
01.02.2019 - დღეს, პირველ თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
01.02.2019 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მე-12 კლასელები წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ამის შესახებ მან დღეს, პირველ თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
01.02.2019 - პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, რომ არჩევნები 2020 წელსვე არა შერეული, არამედ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
01.02.2019 - განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების შესაძლო მოხსნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სკოლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
01.02.2019 - რა ხდება მაშინ, როცა მეფუტკრეები დაავადების პროფილაქტიკისთვის ანტიბიოტიკებს იყენებენ, არსებობს თუ არა გამოსავალი ანტიბიოტიკებისგან თავის ასარიდებლად და როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება – გადაცემა „მეურნეში“ სასარგებლო რჩევებს ავგრო–კონსულტანტი და მეფუტკრე ზურაბ სადათიერაშვილი მოგვცემს.
01.02.2019 - 2019 წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბორჯომში შვიდი პროექტი განხორციელდება.
31.01.2019 - NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ნახეთ "სამხრეთის კარიბჭის" გამოკითხვა, იციან თუ არა ახალციხელებმა, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
31.01.2019 - ხვალ, პირველ თებერვალს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
31.01.2019 - ბინის მესაკუთრე, სადაც დღეს, 31 იანვარს, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი გარდაიცვალა, შსს-ში გამოკითხვისას ცუდად გახდა.
31.01.2019 - ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მიმდინარეობს. ხუთკაციან კომისიასთან გასაუბრებას სულ 46 კონკურსანტი გაივლის.
31.01.2019 - დღეს, 31 იანვარს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ–ერთი ასპინძის მკვიდრია. იგი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა.
31.01.2019 - ახალციხეში, ქალაქის შემოსასვლელში, პლასტმასის ნაგვის ურნა დაიწვა.
31.01.2019 - აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაკეთდება. ახალციხეში არსებულ ცენტრს კი მობილური ხაზი დაემატება და აქაც ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
31.01.2019 - ბორჯომის მერია დაინტერესებული პირებისთვის, ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების მიზნით, კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსს გამოაცხადებს. საპრიზო ფონდის ღირებულება 10 000 ლარია.
31.01.2019 - ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კურპუსში მესამე სართულზე ბინა გაქურდეს. ოჯახის წევრების თქმით, წაღებულია ოქროულობა.
31.01.2019 - ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით შსს–მ სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.მათ ასევე ბრალი ედებათ ქუთაისში ექვსი სავაჭრო ობიექტის გაქურდვაშიც.