24.11.2017 - ახალციხის მერიისა და გამგეობის გაერთიანების გამო, ქალაქისა და თემის სოციალური პაკეტებიც გაერთიანდა და დახმარების გაცემის წესში უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა. ახალი სოციალური პაკეტი მხოლოდ ერთი თვისთვის დამტკიცდა.
22.11.2017 - საქალაქო ტრანსპორტი, ისტორიული პარკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ააიპ–ები; რასთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში;
22.11.2017 - ახალციხის მერიაში საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს გელა ლომიძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე გამგეობის იგივე სამსახურს ხელმძღვანელობდა.
22.11.2017 - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად და მერიისთვის დასაბრუნებლად, საკრებულოებს სამი დღე დარჩათ, თუმცა, სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან დოკუმენტი ჯერ მხოლოდ ერთ – ბორჯომის მუნიციპალიტეტში განიხილეს და ისიც, მხოლოდ ოპოზიციამ.
22.11.2017 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თუმცა, საკრებულოს სხდომას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელი 15 დეპუტატი ესწრება. "ქართული ოცნების" 13 დეპუტატი, სხდომაზე, რომელიც თავმჯდომარემ გუშინ ჩანიშნა, არ გამოცხადდა.
21.11.2017 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე მუშაობას შეუდგა. მან, ხვალ, 22 ნოემბერს, საკრებულოს სხდომა დანიშნა.
18.11.2017 - ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე მიმდინარე წელს 2 მასშტაბური პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი. პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვარცოფგამტარს.სამუშაოებისათვის ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარი გაიხარჯა.
16.11.2017 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 17 მლიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა.
16.11.2017 - ახალციხის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, რომელი ორ დღეში დაიწერა, საკრებულოს კანონმდებლობით განსაზვრულ ვადაში გადაეცა.
16.11.2017 - ადიგენის მერიამ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად გადაუგზავანა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილონ 700 ლარით განისაზღვრა.
15.11.2017 - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუეჯტი მოქმედ საკრებულოს კანონით დადგენილ ვადაში გადასცა, თუმცა დოკუმენტს ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს.
14.11.2017 - გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ხვალ, 15 ნოემბერს უნდა გადაეცეს. მუნიციპალიტეტმა კი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გუშინ დაიწყო.
07.11.2017 - ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილისა და ასპინძის ქუჩებზე სკვერები გაკეთდა.
06.11.2017 - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ვალეში კულტურის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
04.11.2017 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს. ადიგენის გამგეობის ცნობით, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 118 442 ლარია გამოყოფილი.
04.11.2017 - ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩაზე არსებულ ჩიხებში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში დაიგო. გზის გასწვრივ მოეწყო ასევე სანიაღვრე ღარები, ცხაურები და ეზოებში შესასვლელები.
04.11.2017 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აგარასა და ტყემლანაში, სკვერების მოწყობა დასრულდა.
03.11.2017 - გეოლოგიური კვლევის მიხედვით, ახალციხის ცენტრალური წყლის მილი მეწყერსაშიშ ზონაშია და შესაძლოა გაწყდეს. ამ დასკვნიდან ერთი წელი გავიდა, გამაგრებითი სამუშაოები კი ამ დრომდე არ ჩატარებულა.
02.11.2017 - ახალციხის შესასვლელში, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საგზაო დეპარტამენტს ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ ჩაბარდება;
30.10.2017 - შვიდი თვის შემდეგ, ახალციხის შემოსასვლელში გზის მშენებლობა სრულდება; თუ კომპანია ხვალ, 31 ოქტომბერს, პროექტს ვერ ჩააბარებს, მას ჯარიმა დაერიცხება;