FM97.5 / LIVE
სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 -
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. გამოცდის მონაწილეებს, შედეგების გასაჩივრება ხუთი დღის ვადაში შეუძლიათ.
ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

16.08.2019 -
სოფიო ტაბატაძე, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე, დიპლომატიას ისწავლის. იგი წელიწადნახევრიან სასწავლო კურსს, ლიეტუვის რესპუბლიკის დაფინანსებით გაივლის. ამავდროულად კი, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება.
სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

15.08.2019 -
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძრის შედეგად დაზიანებულ მესამე სართულზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სავარაუდოდ, ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით აღდგება.
17 აგვისტოს ‘Black Sea Arena’-ს  მიმართულებით  დამატებითი მატარებელი ინიშნება ®

17 აგვისტოს ‘Black Sea Arena’-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება ®

15.08.2019 -
17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა

15.08.2019 -
ნინოწმინდა–გორელოვკის საავტომობილო გზაზე, "ჯიპის" მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.
‘ამ შენობას არ ვტოვებთ’ – გუბერნიის თანამშრომლები ოთახების გარეშე დარჩნენ

‘ამ შენობას არ ვტოვებთ’ – გუბერნიის თანამშრომლები ოთახების გარეშე დარჩნენ

15.08.2019 -
სამხარეო ადმინისტრაციაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ოთახი სამუშაოდ გამოუსადეგარია. შენობის ამ ოთახებში გუბერნიის ათი თანამშრომელი მუშაობდა.
ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია

ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია

15.08.2019 -
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, ველობილიკის ერთ მონაკვეთზე ფილები ამოყრილია, ბორდიური კი, ჩანგრეული. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული ადგილი სახიფათო არამხოლოდ ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა.
შსს: სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს: სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15.08.2019 -
სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციული შენობის ნაწილში, ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.
ადმინისტრაციის შენობა ხანძრის შემდეგ [ფოტო]

ადმინისტრაციის შენობა ხანძრის შემდეგ [ფოტო]

15.08.2019 -
ახალციხეში, ადმინისტრაციის შენობაში ხანძრის შემდეგ დაზიანდა ფოიე და ათზე მეტი სამუშაო კაბინეტი.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]

15.08.2019 -
ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები აღარ მუშაობენ. დამწვარია შენობის სახურავის ნაწილი, ასევე, დაზიანებულია მესამე სართულზე, დაახლოებით, 13 სამუშაო ოთახი.
ხანძარი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავზე [ფოტო]

ხანძარი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავზე [ფოტო]

15.08.2019 -
სამხარეო ადმინისტრაციის სახურავს ცეცხლი დაახლოებით 14:00 საათზე გაუჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია. ფოტორეპორტაჟი, შემთხვევის ადგილიდან.
ადმინისტრაციის შენობის სახურავზე ცეცხლი ლოკალიზებულია

ადმინისტრაციის შენობის სახურავზე ცეცხლი ლოკალიზებულია

15.08.2019 -
სამხარეო ადმინისტრაციის სახურავს ცეცხლი დაახლოებით 14:00 საათზე გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცამდე მეხანძრე ცეცხლის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობს.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი უკიდია [ფოტო]

სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი უკიდია [ფოტო]

15.08.2019 -
სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ოცამდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც. ამ ეტაპზე წყლის გაშვება ვერ ხერხდება.
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას

მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას

15.08.2019 -
მესხეთის ქუჩაზე, N25-ისა და N27 - ის მცხოვრებლების თქმით, მეზობლის კანალიზაციის გამო, საერთო ეზოში ანტისანიტარიაა. პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერია, წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ცდილობს.
ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან

ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან

15.08.2019 -
საქეიფო ფანჩატურს, რომელიც სოფელ ბურნაშეთის მცხოვრებლებმა XII - XIV საუკუნის ჭერულას ტაძრის ეზოში მოაწყეს, ახალქალაქის მერის თქმით, დემონტაჟს გაუკეთებენ.
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა

15.08.2019 -
სამ თვეში, საქართველოში 165 კგ. უკანონოდ მოპოვებული თევზი ამოიღეს. სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი დაფიქსირდა.
ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა

15.08.2019 -
ახალციხეში, ე.წ. ხუთსართულიანებში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს. თანამედროვე სტანდარტების სკვერისთვის 110 137 ლარია გამოყოფილი.
ბორჯომის პარკში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება

ბორჯომის პარკში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება

15.08.2019 -
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო, ბორჯომის ცენტრალურ პარკში კლასიკური მუსიკის საღამოებს მართავს.
აბასთუმანში ესტრადის მომღერლებმა კონცერტი გამართეს ®

აბასთუმანში ესტრადის მომღერლებმა კონცერტი გამართეს ®

15.08.2019 -
აბასთუმანში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.
დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 -
სოფელ დიდ პამაჯში ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები აღარ მუშაობენ. დამწვარია ოთხი სახლი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. სახლების მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ.