20.03.2018 - ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები პროკურატურას გადაეგზავნა. გამოძიება დასკვნის დეტალების გასაჯაროებას მომავალ კვირაში გეგმავს.
20.03.2018 - სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო ‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის.
20.03.2018 - მესხეთში საგაზაფულო ხვნა–თესვა დაიწყო. გლეხები ტექნიკის სიმცირესა და მომსახურების სიძვირეზე ჩივიან. ამის ფონზე კი მექანიზაციის სერვისცენტრმა ტრაქტორების რაოდენობა 55–დან, 51–მდე შეამცირა.
20.03.2018 - ქონებრივი პრობლემები, რელიგიის კანონმდებლობა, უვიზო მიმოსვლა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები – ამ საკითხებზე ახალციხეში, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
20.03.2018 - 53%-იანი კლების მიუხედავად, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო საქონელში თხილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციას. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი საექსპორტო მაჩვენებლის 3%-ია.
20.03.2018 - ხე-ტყის გადატანის გამო ჩამორთმეული მანქანების საქმეზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. უკვე დაიკითხნენ მოწმეებიც. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭესთან” ინტერვიუში ოლქის პროკურორმა შოთა რიჟამაძემ განაცხადა.
20.03.2018 - საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია საქართველოს პარლამენტს მიმართავს მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას.
20.03.2018 - საქართველოს შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ 'ვალესა' და 'კარწახის' საბაჟოები იმაზე მეტი ტვირთბრუნვისთვისაა მზად, ვიდრე ამას 'სარფის' საბაჟოს ჩაკეტვა გამოიწვევს.
20.03.2018 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის რამდენიმე თვით აკრძალვა დროებითი, სანიტარული ღონისძიებაა.
20.03.2018 - 22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ‘სარფის’ საბაჟო გამშვები პუნქტი ჩაიკეტება, რის გამოც, შემოსავლების სამსახური მოსახლეობას ‘ვალესა’ და ‘კარწახის’ საბაჟოებით სარგებლობას ურჩევს.
20.03.2018 - დღეს, 20 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დეპუტატების საქმის განხილვა იწყება, რომლებმაც ფრაქცის შექმნაზე უარი მიიღეს.
19.03.2018 - ასპინძაში, ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება. განახლებული კომპლექსი დამთვალიერებელს აპრილიდან მიიღებს.
19.03.2018 - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1–ელ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების რისკის შემცირებაა.
19.03.2018 - საქართველოში სომხრეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე, ახალციხე––ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივებს შეხვდა.
19.03.2018 - ასპინძაში, სოფელ მირაშხანში 6.300 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებას იწყებენ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
19.03.2018 - ხე–ტყის გადატანისას მანქანებჩამორთმეულმა მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ახალციხეში აქციას მართავდნენ, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 23 მარტამდე მისცეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორჯომში გზის გადაკეტვა და გრძელვადიანი აქციები დააანონსეს.
19.03.2018 - სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლები, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს საპროტესტო აქციას მართავენ.
19.03.2018 - 19–21 მარტს, სამცხე–ჯავახეთს, საქართველოში სომხეთის ელჩი, რუბენ სადოიანი ესტუმრება. ელჩი შეხვედრებს ახალციხესა და ახალქალაქში გამართავს.
18.03.2018 - რამდენიმე წლის წინ, ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე ხელმოწერის შემდეგ, სამივე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის და რეფორმების გამჭვირვალედ განხორციელების გზას მტკიცედ დაადგა, თუმცა ისინი კვლავ ოლიგარქების მიერ იმართებიან. ამჟამად, მნიშვნელოვანი კორუფციული გარიგებები დაფარულია და იმავდროულად სასამართლო სარჩელები ხელოვნურად ჭიანურდება.
17.03.2018 - ახალციხის პირველი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან შალუტაშვილი, 76 ქულით, 2017-2018 სასწავლო წლის 'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' გახდა.