30.10.2018 - "ევროპული საქართველოს" ლიდერები ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
30.10.2018 - ასპინძა–ბორჯომის მაჟრიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ "თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყება".
30.10.2018 - გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალქალაქში ენმ–ს ოფისზე თავდასხმას "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა არტურ მკოიანი ხელმძღვანელობდა.
29.10.2018 - სამცხე–ჯავახეთში მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ფიქრობს, რომ მეორე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. რა შესაძლებლობებზე საუბრობენ პოლიტიკოსები და როგორ აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.
29.10.2018 - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სოციალურ ქსელში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში გასვლას ულოცავს.
29.10.2018 - ხვალ, 30 ოქტომბერს, ახალციხეს ოფიციალური ვიზიტით არტაანის გუბერნატორი მეჰმეთ ემინ ბილმეზი ესტუმრება.
29.10.2018 - “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს.
29.10.2018 - მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებას მეორე ტურში თავად მოიპოვებს.
29.10.2018 - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის, ხმები დათვლილია ქვეყნის 512 საარჩევნო უბანზე, რაც საერთო რაოდენობის 13%–ია.
29.10.2018 - „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
27.10.2018 - ენმ–ს პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის გასვლას მხოლოდ ჰიპოთეტურად უშვებს და აცხადებს, რომ თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება, მას მხარს დაუჭერენ.
26.10.2018 - დღეს, 26 ოქტომბერს, ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. თბილისში, პარლამენტის შენობასთან კი მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
26.10.2018 - ბორჯომში ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. „ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიას კანონის სრული დაცვით აწარმოებენ. როგორია ბორჯომში წინასაარევნო გარემო და რა განწყობებია მოსახლეობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე.
26.10.2018 - რა გეგმები აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.
25.10.2018 - პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა და გამოსავალს გუბერნატორების აქტიურ მუშაობაში ხედავს. თვითმმართველობის საკითხების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გუბერნატორების თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
25.10.2018 - პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა სამცხე–ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დღეს, 25 ოქტომბერს, ახალციხიდან დაიწყო.
25.10.2018 - რას ფიქრობენ საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატები ნარკოპოლიტიკაზე და რა გეგმების განხორციელებას გეგმავენ ამ მიმართულებით, თუ 28 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებენ.
25.10.2018 - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტინგენტში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და იქ ენმ–ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ცესკოში ამბობენ, რომ არჩევნები ავღანეთში ჩატარდა, თუმცა ჯერ ხმები არ დაუთვლიათ.
25.10.2018 - პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ იგი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკამყოფილოა.
25.10.2018 - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, თურქოფობიული არ არის და მას "ეთნიკური შუღლი" არ გაუღვივებია.